სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლებს მეტი დამოუკიდებლობა, პედაგოგებს კი აკადემიური თავისუფლება გვინდა მივანიჭოთ“ -  განათლების მინისტრი
29-12-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სურს სკოლებს მეტი დამოუკიდებლობა, პედაგოგებს კი მეტი აკადემიური თავისუფლება მიანიჭოს - აღნიშნულის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა სატელევიზიო ეთარეში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო გაორმაგებული და გასამმაგებული ძალისხმევით არის სკოლების გვერდით.

„გვინდა, სკოლებს ეტაპობრივად მეტი დამოუკიდებლობა მივანიჭოთ, მეტი აკადემიური თავისუფლება მივანიჭოთ მასწავლებლებს, ვინაიდან მათ მეტი შემოქმედებითობა, მეტი გამოხატვის უნარები ჰქონდეთ, ინდივიდებს მიუდგნენ საჭიროების მიხედვით, სასწავლო პროცესი და შეფასების ფორმები თავად გადაწყვიტონ, თუ რომელი ჯობია. აქ არ უნდა გაჩნდეს აღქმა, თითქოს, სამინისტრო გადის ამ პროცესიდან და დამკვირვებლის როლში გადადის. არა მეგობრებო, პირიქით. ჩვენ გვინდა, მეტი უფლებამოსილებების დელეგირება. რა თქმა უნდა, ეს მეტ პასუხისმგებლობებსაც ნიშნავს, მაგრამ იმავდროულად ჩვენ გაორმაგებული და გასამმაგებული ძალისხმევით მათ გვერდზე ვართ, რომ უზრუნველვყოთ ის განმავითარებელი და მხარდამჭერი სერვისები, რომელიც ამ პროცესს სჭირდება“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება