სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონის“ 2023 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის საპრიზო ადგილის მფლობელების და მათი გულშემატკივრების ემოციები
21-12-2023
-
+


ცოდნისა და ინტელექტის დიდი ზეიმის - საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი 19 დეკემბერს დისტანციურ ფორმატში გაიმართა. 

ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა და მასში მოსწავლეები რესურსცენტრებიდან ჩაერთნენ. 

პირველი ადგილი დაიკავა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვახანის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე დავით მაღრაძემ. მან 89 ქულა დააგროვა და ამისთვის 6 წუთი და 56 წამი დასჭირდა. მეორე ადგილი 79 ქულით მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდარის საჯარო სკოლის მოსწავლე მუჰამედ ზარგაროვმა მოიპოვა. მან ეს ქულა 5 წუთსა და 54 წამში დააგროვა. 5 წუთსა და 10 წამში დააგროვა 76 ქულა და მესამე ადგილზე გავიდა თბილისის N219 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბაინდურიშვილი

საპრიზო ადგილებზე გასულ სამეულს გადაეცათ დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი.

Etaloni.ge-სთან საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები თავიანთი ემოციების შესახებ საუბრობენ:

ნანა ინასარიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ვახანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგადად, „ეტალონის“ პროექტებში ყოველთვის ჩართულები ვართ, შარშანაც „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო და ახალა უკვე, მივაღწიეთ იმასაც, რომ გამარჯვებულის ტიტულიც მოვიპოვეთ. ეს ძალიან სასიხარულო და საამაყო იყო ჩვენთვის. ველოდი, რომ კარგ შედეგზე გავიდოდა დავითი, თუმცა გამარჯვება მაინც მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დათოს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი. ძალიან კმაყოფილი ვარ, „ეტალონი“ არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი, ბავშვები, ყოველთვის დიდი შემართებით ელიან მას. მადლობა ამ პროექტისთვის! 

დავით მაღრაძე გამარჯვებული პირველადგილოსანი:

განსაკუთრებით ვემზადებოდი ფინალისთვის, მინდოდა კარგი შედეგის მიღება, ყოველდღიურად ვმეცადინეობდი ამისთვის. ძალიან ემოციური დღე იყო, როცა შედეგი გავიგე ძალიან გამიხარდა, კარგი მოლოდინები მქონდა, თუმცა გამარჯვება მაინც მოულოდნელი იყო. „ეტალონმა“ თავდაჯერებულობა შემმატა, დიდი გამოცდილება მომცა, მოტივაცია ამიმაღლა და ჩემი ცოდნის გამოვლენისა და გამოყენების შესაძლებლობა მომცა. 

ალი გახმარანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი:

ძალიან კარგი და მისასალმებელი პროექტია, „ეტალონის“ შეფასება მხოლოდ დადებითად შემიძლია. მუნიციპალიტეტისთვის ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო იყო. მუჰამედის წარმატება განაპირობებს იმას, რომ სხვა მოსწავლეებსაც აუმაღლდებათ მოტივაცია და ექნებათ სტიმული, რომ მომავალში თავადაც გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები. წლებია ჩვენ „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ და მადლობა პროექტის ხელმძღვანელებსა და შემოქმედებით ჯგუფს. 

ვუსალ ბაირამოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ჯანდარის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში დიდი მადლობა „ეტალონს“, მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო პროექტია ახალგაზრდებისთვის. ძალიან გახარებულები ვართ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე მეორე ადგილზე გავიდა. ვულოცავთ, როგორც ჩვენი სკოლის მოსწავლეს, ასევე სხვა გამარჯვებულებსაც მიღწეულ წარმატებას. უკვე მეორე დღეა ვიღებთ მილოცვებს და ეს ძალიან გვახარებს, ამით მოსწავლეებს ეძლევათ მოტივაცია და სტიმული. 

მერი ხაჩიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ჯანდარის საჯარო სკოლის პედაგოგი: 

ძალიან საინტერესო პროექტია „ეტალონი“, ჩვენგან პირველივე ეტაპში ბევრმა ბავშვმა გამოთქვა მონაწილეობის ინიციატივა და შემართებით ჩაერთნენ პროექტში. მოსწავლეებმა გამოსცადეს თავიანთი შესაძლებლობები, მიეცათ მოტივაცია, რომ აქტიურად გააგრძელონ პროექტში მონაწილეობა. გვიხარია, რომ მუჰამედი გავიდა მეორე ადგილზე, ვულოცავთ მას ამ წარმატებას და წინსვლას ვუსურვებთ. 

მუჰამედ ზარგაროვი მეორეადგილოსანი მოსწავლე:

მოულოდნელი იყო ასეთი შედეგი, თუმცა მიხარია, ჩემი შრომა რომ დაფასდა. ძალიან მომწონს „ეტალონში“ მონაწილეობა - ეს პროექტი ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებაა. ყველა „ეტალონელს“ მინდა მივულოცო, რადგან ასეთ საგანმანათლებლო აქტივობებში მთავარი არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობაა. „ეტალონი“ გვაძლევს საშუალებას განვვითარდეთ. სამომავლოდაც, დარწმუნებული ვარ, ასეთივე შემართებით ჩატარდება ინტელექტ-ჩემპიონატი და კიდევ არაერთ მოსწავლეს მიეცემა განვითარების, ასევე ცოდნის გამოვლენის საშუალება.

მეგი როსტიაშვილი, ისანი-სამგორის რესურსცენტრი უფროსი:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და მივესალმები მას. ფინალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ძალიან კარგად და წარმატებულად ჩაიარა ყველაფერმა. კმაყოფილები ვართ შედეგებით, რაც მთავარია, ბავშვები იყვნენ ძალიან ბედნიერები. დიდი მადლობა „ეტალონს“ ასეთი შესანიშნავი პროექტისა და შესაძლებლობებისთვის. 

შალვა ხუციშვილი, თბილისის N219 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროექტის სულის ჩამდგმელს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. პროექტი განპირობებულია მოსწავლეების მოტივაციისა და ცოდნის ამაღლებაზე, რაც მთავარია, ბავშვებიც დიდი ინტერესითა და სურვილით ერთვებიან მასში. ჩვენი სკოლის მოსწავლეების ჩართულობა საკმაოდ მაღალია. ნიკოლოზის წარმატებამ კი, ბავშვებს მისცა დიდი სტიმული იმისა, რომ მეტი მოინდომონ და თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. დიდი ინტერესით ველოდით ფინალს, ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო, რომ ნიკოლოზი საპრიზო ადგილზე გავიდოდა. განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს რესურსცენტრს, რომელმაც ძალიან შეგვიწყო ხელი, ის ყოველთვის უდგას საინტერესო პროექტებს მხარში, მისი ხელმძღვანელი აღფრთოვანებული იყო, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ ეს შედეგი აჩვენა. დიდი მადლობა თქვენს შემოქმედებით ჯგუფს. 

მარინე პეტრიაშვილი, თბილისის N219 საჯარო სკოლის პედაგოგი: 

ფინალისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდით, მოსწავლესთან სხვადასხვა საგნის მასწავლებლები მუშაობდნენ, ვამეცადინებდით და გვქონდა მოლოდინი, რომ კარგ შედეგს მიიღებდა, გამარჯვების მოლოდინიც გვქონდა, თუმცა მესამე ადგილზე გასვლაც დიდი მიღწევაა, ვულოცავთ ჩვენს ნიკოლოზს ამ წარმატებას, გვეამაყება და წინსვლას ვუსურვებთ. 

ნიკოლოზ ბაინდურაშვილი მესამეადგილოსანი მოსწავლე:    

ვემზადებოდი ფინალისთვის და მოგებასაც ველოდი, გული დამწყდა, რომ პირველ ადგილზე ვერ გავედი, თუმცა მიხარია, რომ საპრიზო ადგილი მაინც დავიკავე. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რადგან გვეხმარება ზოგადი ცოდნის გაღრმავებაში, ვსწავლობთ ბევრს და გვაქვს მოტივაცია, ჩვენი ინტელექტით ვიბრძოლოთ პირველობისთვის. 





კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ელექტრონულ ჟურნალში ახალი ფუქნციონალები შეიქმნა რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის - დეტალებს სამინისტრო ასაჯაროებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება