სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

იძებნება მოზარდი, რომელიც ძაღლმა გაკაწრა - ცხოველს ცოფი დაუდასტურდა
19-12-2023
-
+


„იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა“, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ქ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შემოვიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა კვლევის შედეგები.

 შეტყობინების მიხედვით, შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდის და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. არც ის არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას. ამავდროულად, სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისა და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება