სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი ინტერაქციულ ვებინარს ჩაატარებს - დეტალები
19-12-2023
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 19 დეკემბერს, 19:00 საათზე მოსწავლეთა მშობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო სფეროს სპეციალისტებისთვის გაიმართება ინტერაქციული ვებინარი თემაზე - „მშობლის როლი ბავშვის თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში“.

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება ბავშვის თვითშეფასებაზე მშობლების გავლენა და მისი შედეგები:

Რას გულისხმობს გაცნობიერებული მშობლობა;

Რა კითხვები უნდა დასვან მშობლებმა ბავშვის განვითარებასთან მიმართებაში და როგორ დაისახონ აღმზრდელობითი მიზნები;

როგორ უნდა შეუწყონ მშობლებმა ხელი თვითკმარი, დამოუკიდებელი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, მედეგი და მიზანსწრაფული ადამიანის ჩამოყალიბებას.

მოწვეული სტუმარი იქნება ფსიქოლოგი, ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა გეშტალტთერაპევტი - მზია დალაქიშვილი, ხოლო ვებინარის ფასილიტატორი - ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი - ნინო ნიკოლეიშვილი.

ვებინარი გაიმართება ონლაინ პლატფორმა TEAMS-ის გამოყენებით, ვებინარზე დასწრება თავისუფალია, მითითებულ დროს, გამოიყენეთ ბმული.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება