სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გაგრძელდება მასწავლებლის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები“ - რას ამბობს პრემიერი, წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე
18-12-2023
-
+


მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების საკითხზეც ისაუბრა, ყურადღება სკოლების რეაბილიტაციაზე და მასწავლებელთა ანაზღაურებაზე გაამახვილა.

მისი თქმით 2027 წლისთვის, ანუ 3 წელში სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესი უნდა დასრულდეს.

„ჩვენ დავიწყეთ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2027 წლისთვის ყველა სკოლა უნდა იყოს აშენებული, გარემონტებული და დასრულებული ევროპული სტანდარტის მიხედვით.

ჩვენს დროს უკვე აშენებულია 450 სკოლა და რეაბილიტირებულია. უკვე მიმდინარეობს 840 სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ გაგრძელდება მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ანაზღაურება კი 2024 წელს გაიზრდება

„მინდა შევეხო ანაზღაურების საკითხს, 2012 წელს მასწავლებლების საშუალო ხელფასი იყო 330 ლარი. ხელფასი უკვე გაზრდილია 270%-ით. დღეს არის 1230 ლარი. მივიღეთ გადაწყვეტილება და 2024 წლიდან, საშუალოდ 500 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება [მასწავლებელბს], 160 მილიონი ლარი უკვე  გამოვყავით ბიუჯეტიდან ამისთვის და ხელფასი გახდება 1700-1800 ლარი.

ჩვენ, კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ მასწავლებლის ღვაწლი მეტად იყოს დაფასებული. რა თქმა უნდა, გაგრძელდება მასწავლებლის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომელზეც განათლების მინისტრის აქტიურად მუშაობს, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა  

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა ანაზღაურების გაზრდა 2024 წლის 1 ივლისიდან იგეგმება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება