| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„სამინისტრო მასწავლებელთა პულსის ცემას მიჰყვება და ასრულებს დაკვეთას, რაც სისტემაში წლების განმავლობაში არის. ვცდილობთ, ამას მოვერგოთ, აღვასრულოთ და არა ის, რაც მე ან ჩემი გუნდის რომელიმე წევრს მიგვაჩნია სწორად “ - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სახელფასო პოლიტიკა და მასწავლებლის კვალიფიკაციის განვითარება.
„სახელფასო პოლიტიკა უნდა იყოს ცალკე ხაზი, რომელიც ითვალისწინებს ღირსეულ ანაზღაურებას სტატუსის მქონე ყველა მასწავლებლისთვის და ამის პარალელურად, უწყვეტად, როგორც იტყვიან, მთელი სიცოცხლის მანძილზე ვიზრუნოთ მასწავლებლის კვალიფიკაციის განვითარებაზე. რაც ყველაზე მთავარია, რა თქმა უნდა, სტატუსები დარჩება და, რა თქმა უნდა, სტატუსების მოპოვების გაუმჯობესებული სისტემა უნდა შევქმნათ, ისევ და ისევ ფართო ორგანიზაციების ჩართულობით. ეს არ იქნება ჩაკეტილი პროცესი. აქ ჩვენ უნდა გავზარდოთ სკოლის ფუნქცია, სასკოლო საზოგადოების ჩართულობა და ეს არ უნდა იყოს ერთი პატარა კომისიის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ამილახვარმა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში
მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო