სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტრადიციული ნაძვის ხის 8 ალტერნატივა - რჩევები როგორც საკლასო ოთახის, ისე სახლისთვის გამოგადგებათ
19-12-2023
-
+


ნაძვის ხე ახალი წლის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. მისი მორთვის ტრადიცია უკვე საუკუნეზე მეტია თაობიდან თაობას გადაეცემა. ძველად, ნაძვის ხეები ძირითადად ვაშლით, კვერცხითა და თხილით იყო მორთული. თუმცა, დრო გავიდა და ეს ტრადიციაც მრავალმხრივ შეიცვალა. საზოგადოების ნაწილს დიდი, მწვანე ხეები ხიბლავს, ნაწილს პატარა ზომის ნაძვის ხე ურჩევნია, თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც საინტერესო დეკორებს ამჯობინებენ მას.

დეკორაციები მოსახერხებელია როგორც სახლის, ასევე საკლასო ოთახისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დიდი ნაძვის ხის ადგილი უბრალოდ არ გაქვთ.

მცირე კრეატიულობითა და ცოტაოდენი მონდომებით შეგიძლიათ შექმნათ ლამაზი, ხის მსგავსი დეკორი, რომელიც საახალწლო განწყობას აგიმაღლებთ და ოთახში დადებით ატმოსფეროს შექმნის.

უცხოეული დიზაინერები გვთავაზობენ ნაძვის ხის რამდენიმე ალტერნატივას:

კაქტუსის ნაძვის ხე



კაქტუსი ტრადიციული ნაძვის ხის ძალიან მოსახერხებელი ალტერნატივაა. ის ოთახში დიდ ადგილს არ დაიკავებს და შესაძლოა ისე მოგეწონოთ, რომ ახალი წლის დღეების დასრულების შემდგომაც დატოვოთ.


მხატვრული ნაძვის ხე





ნაძვის ხის ფორმა გამოსახეთ კედელზე, შემდგომ კი ის მორთეთ სხვადასხვა ორნამენტით. ეს ძალიან მოსახერხებელი და მარტივი საქმეა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

მუყაოს ნაძვის ხე




დაჭერით მუყაოს ყუთები ხის ფორმებად და შეაერთეთ ისინი ცენტრალური ჭრილით, შემდგომ კი დაამშვენეთ განათებებით.

ფიჭვის ხე




კონუსის ფორმა, ფიჭვი, ხილი და ცოტა ცხელი წებო არის ყველაფერი, რაც გჭირდებათ ამ პატარა ნაძვის ხის შესაქმნელად.

საჩუქრის ხე




დააწყვეთ ლამაზად შეფუთული საჩუქრები (ან რამდენიმე დიდი ცარიელი ყუთი) ნაძვის ხის ფორმის შესაქმნელად. 

წიგნის ნაძვის ხე




მის შესაქმნელად გჭირდებათ რამდენიმე წიგნი და განათება. სულ ეს არის და თქვენი საახალწლო ნაძვის ხეც მზადაა.


3D ჯანჯაფილის ნაძვის ხეები




შეარჩიეთ ლამაზი ნამცხვრები და ტკბილეული, რათა თქვენ საახალწლო „ჯანჯაფილის ხეს“ ბზინვარება შესძინოთ. ეს განსაკუთრებით სახალისო იქნება პატარებისთვის, რომელიც სამზადისში აუცილებლად უნდ ჩართოთ.



თექის ნაძვის ხე



ეს არის ბავშვებისთვის იდეალური ნაძვის ხის ალტერნატივა, რომლის დამზადებაში მჟღავნდება მათი კრეატიულობა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება