| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ დადგენილებაში, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის შემოსავლად არ ჩაითვლება სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებელში გაცემული სტიპენდია.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესს დაემატა შემდეგი ჩანაწერი:
„ოჯახის შემოსავლებში არ გაითვალისწინება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ მოსწავლეზე ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე სახელმწიფოსაგან ან/და ზოგადსაგანმანათლებლო ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან ან/და სხვა წყაროდან გაცემული სტიპენდია“.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო