სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ქართული კალიგრაფია“-ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლების და კულტურის ცენტრი პარტნიორებთან ერთად მორიგ საინტერესო პროექტს ახორციელებს
06-12-2023
-
+


ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. მათ შორის აღსანიშნავია პროექტი - „ქართული კალიგრაფია 2024“.

ახლახან, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმესთან​ პროექტის -„ქართული კალიგრაფია 2024“-ის ფარგლებში, შეხვედრის მეორე ეტაპი შედგა. მხარეებმა, დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრაზე პროექტის გეგმა და დეტალები განიხილეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტს - „ქართული კალიგრაფია 2024“ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი საგანმანათლებლო ცენტრ „მამული, ენა, სარწმუნოებასთან“ ერთად მიმდინარე წლიდან ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს ღონისძიებების გამართვას ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.

პირველ ეტაპზე 2024 წლის 23 იანვარს დაგეგმილია ქართული კალიგრაფიის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება, რომელიც გაიმართება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის სააქტო დარბაზში. ღონისძიება ითვალისწინებს პროექტის - „ქართული კალიგრაფია 2024“ პრეზენტაციას, კალიგრაფიული კონკურსის შესარჩევი ტურისთვის რეგისტრაციის გამოცხადებას და სახალხო ბიბლიოთეკის დაარსებას.

მეორე ეტაპზე 2024 წლის 2-დან 14-აპრილამდე დაგეგმილია დედაენის დღესთან დაკავშირებული კონკურსის - „ქართული კალიგრაფია 2024“-ის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობაც შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მათ შორის წალენჯიხისა და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს და მოსწავლე ახალგაზრდებს.

პროექტის მიზანია მომავალ თაობებში ქართული ცნობიერების, ქართული ეროვნული ღირებულებების განვითარების ხელშეწყობა, ლოზუნგი კი - „ჯანსაღი თაობა, ჯანსაღი საქართველოა!“

მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, საფუძველი ჩაეყარა და გადაწყდა პერსპექტიული საგანმანათლებლო პროექტის ერთობლივი განხორციელება.

შეხვედრაში მონაწილეობდენ: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე, რომელმაც ასევე წამოაყენა საინტერესო იდეა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. პროექტის ავტორი, ფილოლოგი ვლადიმერ კვარაცხელია, ჟურნალისტი, ფილოლოგი, კალიგრაფი ნონა გოგინავა, პროექტის დირექტორი გოჩა საჯაია, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი და პროექტის დიზაინერი რამაზ ჩაჩიბაია, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარის მღვდელმსახური, დეკანოზი ლაზარე ჯიქია, საგანმანათლებლო პროექტის პარტნიორი და მხარდამჭერი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფიფია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება