სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შემაჯამებელი დავალების აღდგენა და შეფასება მოსწავლის მიერ სკოლის შეცვლის დროს
29-12-2023
-
+


ერთი სკოლიდან მეორე სკოლაში მოსწავლის მობილობის დროს ხშირია შემთხვევბი როცა აცდენაა შემაჯამებელ დავალებებს შორის, რაც საბოლოოდ სემესტრულ ნიშანაზე ახდენს გავლენას. არის ისეთი შემთხვევები, როცა მობილობა გარკვეული გარემოებების გამო შეიძლება შეიზღუდოს. როგორ ხდება მობილობით გადმოსული მოსწავლისთვის დავალებების აღდგენა, მისი შეფასება და რა გარემოებები უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა - იხილეთ ინსტრუქცია:

თუ სკოლიდან სკოლაში მოსწავლის მობილობა ხორციელდება სისტემა Eschol-ის მეშვეობით. მობილობა შეიძლება შეიზღუდოს შემდეგი გარემოებების არსებობის შემთხვევაში:

1. თუ მოსწავლეს არ აქვს შეფასება მიმდინარე სემესტრის ერთ ან მეტ შემაჯამებელ დავალებაში და არ უფიქსირდება გაცდენა (არა).

• მოსწავლის მობილობის განხორციელება შესაძლებელი იქნება აღნიშნულ შემაჯამებელში ნიშნის ასახვის შემდეგ.

2. თუ მოსწავლეს ჩანიშნული აქვს შემაჯამებლის აღდგენა, რომელშიც არ უფიქსირდება გაცდენა (არა) ან შეფასება.

• მოსწავლის მობილობის განხორციელება შესაძლებელი იქნება აღნიშნულ შემაჯამებელი დავალების აღდგენის ნიშნის ასახვის შემდეგ.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის მობილობა ხორციელდება შემაჯამებელი დავალების აღდგენის თარიღამდე, საჭიროა წაიშალოს შემაჯამებლის აღდგენის ღონისძიება (ელ. ჟურნალის კალენდრის გვერდიდან).

• ელექტრონული ჟურნალის კალენდრის გვერდზე საჭიროა შემაჯამებელი დავალების აღდგენის წაშლა და მისი ჩანიშვნა მობილობის განხორციელების თარიღამდე. თუ მოსწავლეს არ ჩაენიშნება აღდგენა ან არ დაესწრება მისი შეფასება აღნიშნულ შემაჯამებელ დავალებაში იქნება 0 ქულა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სემესტრული შეფასების კალკულაციაში.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს უფიქსირდება გაცდენა შემაჯამებელ დავალებაზე, მაგრამ არ არის ჩანიშნული შემაჯამებელი დავალების აღდგენა, მოსწავლის მობილობა შესაძლებელია, თუმცა აღნიშნულ შემაჯამებელ დავალებაში მოსწავლის შეფასება იქნება 0 ქულა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სემესტრული შეფასების კალკულაციაში. იმისათვის, რომ უკვე გადასულ მოსწავლეს რომელიმე შემაჯამებელ დავალებაში მასწავლებელმა აუსახოს შეფასება, უნდა იხელმძღვანელოს პირველი პუნქტით „ერთი სკოლის ფარგლებში მოსწავლის პარალელებში გადანაწილების (ე.წ. შიდა მობილობა) დროს შემაჯამებელი დავალების/ დავალების აღდგენის შეფასება“ განსაზღვრული ინსტრუქციით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება