| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საგანმანათლებლო სივრცე ყოველთვის ღიაა საინტერესო და საჭირო იდეების განსახორციელებლად და მოსწავლეებისთვის საინტერესო ღონისძიებების შესათავაზებლად.
პირველად, ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის - „სტომატოლოგია ბავშვთა ცხოვრებაში“ განხორციელება, რომლის იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლავთ კლინიკა „დენტალ ლიდერის“ ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტ-ქირურგი, ექიმი-სტომატოლოგი ირმა გორგოძე.
პროგრამის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში, დაწყებითი საფეხურის კლასებში, სტომატოლოგმა ირმა გორგოძემ ჩაატარა სემინარები პირის ღრუს მოვლის შესახებ. მოსწავლეებს საინტერესო და თვალსაჩინო ღონისძიებებით მიაწოდა საჭირო ინფორმაცია სტომატოლოგიის შესახებ. მოსწავლეები გაეცნენ თეორიულ მასალას კბილებისა და პირის ღრუს მოვლის შესახებ, ნახეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციები და ისწავლეს ის საჭირო უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია მათი სისუფთავისა და სიჯანსაღისთვის.
„აღსანიშნავია, რომ პროექტი პირველად ხორციელდება ჩვენს სკოლაში და აღნიშნული სემინარი სრულიად უანგაროდ და მისი კეთილი ნებით ჩაატარა ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტ-ქირურგმა, ექიმმა სტომატოლოგმა ირმა გორგოძემ. აღნიშნულ პროექტს მხარი დაუჭირეს იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ბატონმა მურად ჯიშკარიანმა და სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ, რომელთა თანადგომითა და მხარდაჭერით განხორციელდა კიდეც.
სკოლის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ ირმა გორგოძეს, რომლის ორგანიზებითა და ძალისხმევით, საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო შემეცნებითი კვირა აღმოჩნდა ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის“,- აღნიშნავენ ქუთაისის N2 სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„დიდი მადლობა ბატონ ლევან გვეტაძეს ყურადღებისთვის“
დირექტორმა, ნარგიზ სამხარაძემ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის, აღმოჩენების, ახალი გამოცდილებისა და წარმატების კიდევ ერთი წელი უსურვეს