სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს ულოცავს
29-11-2023
-
+


ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა და არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტს ახორციელებს. 

ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის დირექტორი გიორგი ფიფია მიტროპოლიტ გერასიმეს სასულიერო მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს დიდი პატივისცემით ულოცავს. 

„დაგვლოცეთ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო!

მაქვს პატივი ჩემი და ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის სახელით მოგილოცოთ ეპარქიის მმართველად და ეპისკოპოსის ხარისხში მოღვაწეობის 25 წლის იუბილე.

დედა ეკლესია და თითოეული ჩვენგანი ბედნიერია, რომ თქვენი სახით გვყავს მღვდელმთავარი, რომელიც სიყვარულისა და თავმდაბლობის მაგალითია. ჩვენს ეპარქიაში თქვენი მრავალწლიანი სასულიერო მოღვაწეობა დასტურია ღვთისა და მამულის სიყვარულისა და ერთგულებისა.

ღმერთს ვთხოვთ, მრავალი წელი გამსახუროთ ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს გასაძლიერებლად.

უფალმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა, ეპარქიის სიძლიერე და მრევლის სიმრავლე.

ქრისტესმიერი სიყვარულით!“,- ვკითხულობთ გიორგი ფიფიას მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება