| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს.
14 ნოემბერს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ფიფია მეგობართან - ერეკლე სამუშიასთან ერთად ზუგდიდში არსებულ კერამიკის საწარმოს - სტუდია „ორკოლს“ ეწვია. გიორგი ფიფია სტუდიის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობა დაიგეგმა - უახლოეს ხანებში მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
„ორკოლი“ არის კერამიკული სახელოსნო, რომელიც მხატვარ-კერამიკოსმა რობერტ აბსანძემ დაარსა და ოცდაათ წელზე მეტია ქმნის ადგილობრივი კოლხური თიხისაგან დეკორატიულ-მხატვრულ ნივთებსა და ყოველდღიური მოხმარების ჭურჭელს.
როგორც ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრში გვეუბნებიან, „ორკოლის“ უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ აქ მზადდება ეკოლოგიურად სუფთა თიხის ჭურჭელი, მისი თითოეული ორნამენტი თუ დეტალი მუშავდება ხელით, შექმნილია ქართულ ტრადიციულ მოტივებზე და გამოირჩევა ორნამენტების მრავალფეროვნებით. „ორკოლში“ შესაძლებელია რობერტ აბსანძეს ნამუშევრების გალერიის დათვალიერება, მზა ნაკეთობების ადგილზე შეძენა, კოლხური თიხის უნიკალურობისა და თიხის დამუშავების ეტაპების გაცნობა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ