სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საცდელი ტესტირება 24 ნოემბერს ჩატარდება - NAEC დეტალებზე
22-11-2023
-
+


24 ნოემბერს შეფასებისა და  გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში  გაიარონ საცდელი ტესტირება. აპლიკანტს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და წინასწარ გაეცნოს იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ჩატარდება ტესტირება. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. 
 
საცდელი ტესტირების გასავლელად მოსწავლეს შეუძლია მისთვის სასურველ დროს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შევიდეს ვებგვერდზე: ol-test.naec.ge. პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ აირჩიოს "საცდელი ტესტირება" და შეასრულოს დავალებები (სასურველია ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome ან Microsoft Edge).
 
ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული  https://ol-test.naec.ge . ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“. მოსწავლე „პაროლის“ ველში წერს რეგისტრაციის დროს შექმნილ პაროლს, ეცნობა ინსტრუქციას, რის შემდეგაც ნიშნავს ღილაკს „გავეცანი“  და აჭერს ღილაკს - „შესვლა“.
 
ტესტირების გვერდზე - „ჩემი ტესტები“ - მოსწავლე დაინახავს საკუთარ სახელსა და გვარს და ტესტს ("საცდელი ტესტირება"). თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდა, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს პირადი ნომრის გადამოწმება.
 
თითოეულ შეკითხვას თან ახლავს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომლის წინაც მოსანიშნი წრეებია. მოსწავლემ კურსორი უნდა მიიტანოს მის მიერ ამორჩეულ პასუხთან (წრესთან) და მონიშნოს იგი. წრეში გამუქდება წერტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხი უკვე მოინიშნა. 
 
თითოეული პასუხის არჩევის შემდეგ მოსწავლე აჭერს ღილაკს „დადასტურება“, რის შემდეგაც პროგრამა შესთავაზებს ახალ დავალებას (სავალდებულოა პასუხის მონიშვნა, ისე პროგრამა არ გაგიშვებთ მომდევნო დავალებაზე).
საცდელი ტესტირებისათვის განსაზღვრულია დრო (1 საათი). კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილია საათი, რომელიც აჩვენებს ტესტის დარჩენილ დროს. 
 
ისეთი ტექნიკური პრობლემების დროს, როგორებიცაა ტესტირებისას კომპიუტერის ან ელექტროენერგიის გათიშვა და ინტერნეტთან კავშირის გაწყვეტა, პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან, კერძოდ, ბმულზე შესვლიდან პროგრამა ავტომატურად გააგრძელებს იმ დავალებიდან, რომლის დროსაც შეწყდა ტესტირება. ტესტირების შეწყვეტამდე შეკითხვებზე გაცემული პასუხები დამახსოვრებული იქნება.
 
გაითვალისწინეთ: ტესტირებისას არ დახუროთ გვერდი, რადგან პროგრამაში შესვლა მხოლოდ  სამჯერ არის დასაშვები!
თუ მონაწილის მიერ შეყვანილი ინფორმაცია სწორია და, მიუხედავად სწორად შეტანილი მონაცემებისა, ვერ ხერხდება ტესტირების დაწყება, მონაწილე უნდა  დაუკავშირდეს ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე:  2473333.  

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება