სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის თანაინიციატივით, შემოქმედ მოსწავლეთა კრებულის წარდგინება გაიმართა
21-11-2023
-
+


ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა -კურთხევით, ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრისა და ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიის ერთობლივი ინიციატივით, გაიმართა შემოქმედ მოსწავლეთა კრებულის წარდგინება ლიტერატურულ - მუსიკალური კომპოზიციის სახით.

პროექტის ავტორები არიან - ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიის მასწავლებელები და ცენტრის თანამშრომლები: ფილოლოგი მ. დარასელია და ისტორიკოსი მ. ლაგვილავა.

შემოქმედმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება და მოწონება დაიმსახურეს. მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს მიწვეულმა სტუმრებმა, განათლებისა და კულტურის სფეროში ღვაწლმოსილმა ადამიანებმა - ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორმა - ანდრო ბედუკაძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორმა, თბილისის N173 საჯარო სკოლის დირექტორმა - ლია თუშურმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორმა - ნინო შარაშენიძემ, ფილოლოგმა და პროზაიკოსმა - ლალი მიქაძემ. 

მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ: შ. მესხიას ზუგდიდის უნივერსიტეტის პროფესორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა გოგია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალ „ებგურის“ დამაარსებელი ზეინაბ სარია.ზუგდიდის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე ზამირა ღადუა, ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიის დირექტორი მანანა ნაჭყებია.

შემოქმედებითი საღამოს დასასრულს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განათლებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ფიფია მადლობას უხდის საგამომცემლო ჯგუფის წევრებს - მ. დარასელიას, მ. ლაგვილავას, ნ. ეხვაიას, მ. ოჩიგავას, წარმატებულ სტუდენტს ე. ყოლბაიას მასშტაბური და ნაყოფიერი საგანმანათლებლო პროექტისთვის.

როგორც ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრში აცხადებენ, ადმინისტრაცია, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, განსაკუთრებულად მიაგებს პატივს ერუდირებულ რეჟისორს - ლაშა შეროზიას და შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვან მსახიობს-  მარინა დარასელიას პროფესიონალური ოსტატობისთვის და ახალგაზრდების სახელოვნებო შესრულებაში გაწეული დაუღალავი შრომისთვის.

„მადლობას ვუხდით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის და ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიის სკოლის ადმინისტრაციის სახელით“, - ვკითხულობთ მადლობის  ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

შეასრულეს თუ არა მოსწავლეებმა დავალებები ელექტრონულ ჟურნალში აისახება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება