| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მასწავლებლებთან შეხვედრებს. მინისტრმა მორიგი სამუშაო შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 300-ზე მეტ პედაგოგთან გამართა.
გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებთან ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელა და პედაგოგების პოზიციები მოისმინა სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ თემებს როგორებიცაა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და სხვა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და თითოეულ პედაგოგს საშუალება ჰქონდა მისთვის საინტერესო საკითხზე პირადად მინისტრისგან მიეღო სრულყოფილი ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება, რათა პედაგოგთა წინაშე არსებულ პრობლემებზე მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ