სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განისაზღვრა, ვინ უნდა ჩაერთოს სქემაში და ვინ - არა - ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შედის
13-11-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომელიც კონკრეტულად კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის ვალდებულებას ეხება.

წარმოდგენილი კანონპროექტით, ცვლილება შედის კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტში, რომლის მოქმედი რედაქციით, მასწავლებელი ვალდებულია, ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში (ეს ვალდებულება არ ვრცელდება მოწვეულ მასწავლებელსა და შემცვლელ მასწავლებელზე).

იმის გათვალისწინებით, რომ მასწავლებელი კანონით არის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ საგანს მაინც ასწავლის; სპეციალური
მასწავლებელი; ხოლო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა არის მინისტრის მიერ განსაზღვრული
წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც, აქედან გამომდინარე, მოქმედი რედაქციით სქემა სავალდებულოდ ვრცელდება, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მასწავლებლებზე.

წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, რომ კერძო სკოლის შემთხვევაში, თავად სქემამ დაარეგულიროს, სქემის თუ რომელი დებულება რა წინაპირობით არის შესაძლებელი გავრცელდეს კერძო სკოლაზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნები თუ მასწავლებლის შეფასების პროცედურებით განსაზღვრული მოთხოვნები. ასევე, წარმოდგენილი ცვლილებით განისაზღვრება, რომ სქემა არ გავრცელდება უცხოელ მოწვეულ მასწავლებელზე.

ცვლილების მიხედვით, „ყველა მასწავლებელი ვალდებულია ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში (ეს ვალდებულება არ ვრცელდება მოწვეულ მასწავლებელზე, უცხოელ მოწვეულ მასწავლებელსა და შემცვლელ მასწავლებელზე, ხოლო, კერძო სკოლის მასწავლებელზე ვრცელდება მხოლოდ სქემით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

შეზღუდვა პროგრამების არჩევისას - ცვლილებები სტუდენთა მობილობის წესში

„პირდაპირ პასუხები იყო მოცემული“... - ინგლისურის გამოცდის პირველი სესიის საკითხებზე აბიტურიენტები საუბრობენ

ვის აქვს რეგისტრაციის გავლის უფლება პირველ ეტაპზე 

დაიგვიანა 4-მა აბიტურიენტმა -  დღეს აპლიკანტები ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება