სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლეღვას N1 სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და მოსწავლეები ონლაინ ფორუმზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ
30-10-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკის კონკურსის საფუძველზე ლიდერი სკოლები გამოვლინდნენ. ერთ-ერთი გამარჯვებული კი ლეღვას N1 საჯარო სკოლაა. 29 ოქტომბერს ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმი ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 22 სკოლის წარმომადგენელმა აუდიტორიას სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობების განხორციელებული ინიციატივები გაუზიარა. 

ლეღვას N1 საჯარო სკოლაში პროექტის ხელმძღვანელმა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - მანონი მამულაიშვილმა, მოსწავლეებთან - ნინი ბაუჟაძესა და ელენე ბაუჟაძესთან ერთად, პრეზენტაცია წარადგინა. მათ ისაუბრეს მიღწევებზე და გამოწვევებზე.

„არაერთ პროექტში მიუღია ჩვენს სკოლას მონაწილეობა ქალბატონი მანონის ხელმძღვანელობით და გაუმარჯვიათ კიდეც, სამომავლოდაც აქტიურობას აპირებენ, აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროექტზე მუშაობისას მიმდინარე აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობდა სასკოლო საზოგადოება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება