სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თელავში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
19-10-2023
-
+


„ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ ამჯერად კახეთს სტუმრობს. ღონისძიება თელავის N7 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. „თელავის ეტალონი გუნდის“ ტიტულისთვის ერთმანეთს თელავის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული 22 გუნდი ეჯიბრება. შეჯიბრს „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

ღონისძიებას ტრადიციულად ესწრებიან მოსწავლეთა გულშემატკივრები, ადგილობრივი ხელისუფლების, სასკოლო საზოგადოებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები. 

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და გაამხნევეს თელავის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა მაია დათუნაშვილმა, თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლევან მრელაშვილმა და თელავის N7 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია სილაგაძემ.


ღონისძიების მსვლელობისას სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

თოთოეული გუნდი 5-5 მოსწავლისგანაა დაკომპლექტებული, 20 კითხვის შედეგებით კი თელავის „ეტალონი გუნდის“ ტიტულის, მე-2 და მე-3 ადგილის მფლობელი სკოლები გამოვლინდებიან. 



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება