სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რესურსცენტრების დირექტორების ხელფასი 2178 ლარი გახდება - ცვლილება კანონში
19-10-2023
-
+


პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს საჯარო მოხელის სტატუსი მიენიჭებათ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ცვლილების შედეგად გაიზრდება რესურსცენტრის ხელმძღვანელთა ანაზღაურებაც:

ხარჯები დაფინანსდება პროგრამა „განათლების სფეროში სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან;

„მიმდინარე წელს რესურსცენტრის უფროსის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1,754.5 ლარს, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად თანამდებობრივი სარგო გაიზრდება და გახდება 2,178.0 ლარი (საბაზისო ხელფასი 1,210 ლარის 1.8 სახელფასო კოეფიციენტთან მისადაგებით). შესაბამისად მიმდინარე წლის ბიუჯეტის ზრდის ეფექტი შეადგენს დაახლოებით - 54.2 ათას ლარს. მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯის ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით შეადგენს - 52.5 ათას ლარს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯის ზრდის მაჩვენებელი - 1.7 ათას ლარს.

იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლიდან თანამდებობრივი სარგო 10% იანი ზრდის შემთხვევაში განისაზღვრება 1,928.5 ლარით. ხოლო, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შედეგად მათი ხელფასი 2024 წელს განისაზღვრება და გახდება 2,394.0 ლარი (საბაზისო ხელფასი 1,330 ლარის 1.8 სახელფასო კოეფიციენტთან მისადაგებით) წლიური ბიუჯეტის ზრდის ეფექტი იქნება დაახლოებით - 391.0 ათას ლარი. მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯის ზრდის წლიური მაჩვენებელი - 346.3 ათასი ლარი, ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯის ზრდის წლიური
მაჩვენებელი - 44.7 ათასი ლარი“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება