| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში ამბროსი ხელაიას (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში, საქართველოს ეროვნული გმირი) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სპექტაკლი დაიდგა.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის 45-ე საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის დირექტორი ლალი მელივა, მოსწავლეები და პედაგოგები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს წმინდანის მოწამეობრივ ცხოვრებას, რომელიც დიდი ოსტატობით, თანამედროვე ნარატივით წარმოადგინა უნიჭიერესმა სამსახიობო დასმა.
ამბროსი ხელაიას ტრაგიკულ ცხოვრებაზე მცირე კომენტარი გააკეთეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა - მამა ანდრია ჯაღმაიძემ და სასულიერო პირებმა.
მოსწავლეებმა მათი სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის აუცილებელი ინფორმაცია მიიღეს.
დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო მოსწავლე-მასწავლებლებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„დიდი მადლობა ბატონ ლევან გვეტაძეს ყურადღებისთვის“