სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა, სიახლეებისადმი მზაობა, საქმის სიყვარული და თავდადება“- ვაჟა ზოიძე, ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ
13-10-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი, რაც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდის დამსახურებაა. ამჟამად, დირექტორის მოვალეობას ვაჟა ზოიძე ასრულებს. მისი კომპეტენტური აზრი როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის საინტერესოა. პედაგოგმა etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს უპასუხა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ უნდა შეაყვაროს მასწავლებელმა მოსწავლეს საგანი, რა არის მასწავლებლისთვის წარმატება და ა.შ.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...

- რომ ძალიან საინტერესო, აქტივობებით გაჯერებული და მრავალფეროვანი სასწავლო წელი იქნება.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...

- რა თქმა უნდა, მოსწავლის წარმატება.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია…. 

- მოსწავლეს საგანს ისე ვერ შეაყვარებ, თუ ეს საგანი თავად არ გეყვარება. აუცილებელია, რომ პედაგოგი პროფესიონალი იყოს და ცოდნის საინტერესოდ გადაცემის უნარი ჰქონდეს. მან მარტივად, მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე უნდა ისაუბროს. მთავარი მოსწავლეთა პოტენციალის დანახვაა.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...

- არ შეეშინდეთ შეცდომის დაშვების. მათ საკუთარი შესაძლებლობების უნდა სწამდეთ და არ დაავიწყდეთ, რომ წარმატების მიღწევად ორი უმნიშვნელოვანესი პირობა არსებობს, ესენია - დისციპლინა და საქმის სიყვარული.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი არის...

- მოსწავლეები სკოლაში საკვებით უზრუნველყოფილნი იყვნენ. შიმშილის გრძნობა მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ შედეგებზე აისახება.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...

- იმ წარმოუდგენელი სიყვარულის გაცემა და მიღება შემეძლო, რაც მოსწავლესა და მასწავლებლის ურთიერთობაში იბადება.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...

- სიახლეებისადმი მუდმივი მზაობა, საქმის სიყვარული და თავდადებული შრომა.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება