სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ბავშვები, პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსული, უსაფრთხოდ არიან“ - საქართველოს ელჩი ისრაელში
08-10-2023
-
+


ისრაელში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ ისაუბრა. 

ელჩის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა.

ამასთან, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ ბავშვები და პედაგოგები, რომლებიც ისრაელში ფესტივალზე იმყოფებოდნენ, უსაფრთხოდ არიან.

„ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი ქვეყანაში მრავალი წლის მანძილზე არ ყოფილა. პრაქტიკულად, ისრაელის ისტორიაში შეუძლებელია გავიხსენოთ რომელიმე ფაქტი, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა. ამ დილით, ისრაელის არმიამ პირდაპირ გამოაცხადა 25 გარდაცვლილი ახალგაზრდის სია, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. ეს ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში და მთლიანად ებრაელი ერის ცხოვრებაში უმძიმესი წელია. არ ჰგავს არაფერს სხვას, რაც იყო. ამ წუთისთვის 250-ზე მეტი დაღუპული ცხადდება. ჯერ კიდევ არ არის ყველა ადგილზე, ყველა დასახლებაზე ისრაელის არმიის მიერ კონტროლი აღებული. საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ, როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სამსახურთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ისრაელის პოლიციასთან. გუშინ, ჩვენი რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოვიყვანეთ. 3 არის ნეთანიაში, ერთი არის თელავივში. საერთაშორისო კომერციულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით თავიანთი რეისები გაუქმეს. დღე ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის, გუშინ რამდენიმე რეისი შესრულდა. გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საელჩომ საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყო სასტუმროთი. ბავშვები თავიანთ პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, უსაფრთხოდ არიან, გვიანობამდე მათთან ერთად ვიყავით, სანამ ბავშვები ოთახებში დასაძინებლად არ განვათავსეთ. ცხელი ხაზის ნომერი ყველამ იცის, 3 ტელეფონის ნომერია გამოცხადებული, როგორც საელჩოს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსაც შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენი მოქალაქეები. თუ ვინმე ინფორმაციას ფლობს საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე, ვთხოვთ, რომ შეგვატყობინოს“,-განაცხადა ჟვანიამ.

7 ოქტომბერს, გამთენიისას, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საპასუხო საჰაერო დარტყმები დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იტყობინება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება