| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე - „დემოკრატია“.
მოსწავლეებმა, გამოყვეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს, შექმნეს ბუკლეტები და სხვა მოსწავლეებს, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.
ორი კვირის განმავლობაში, მოსწავლეებს უნდა შეექმნათ კედლის გაზეთი, დაემუშავებინათ დემოკრატიის დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები, რასაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი.
ბავშვებმა, გაიხსენეს აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამი: „დემოკრატია არის ხალხის მიერ ხალხის სასიკეთოდ განხორციელებული ხალხის ძალაუფლება“, რაზეც ბევრი იმსჯელეს და საინტერესო მოსაზრებები დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებმა, ასევე ახსნეს სხვადასხვა განზომილება, როგორიცაა:
ნებისმიერი პირი, რომელიც ხელისუფლების სათავეში იმყოფება, პასუხისმგებელია ხალხის წინაშე;
ძალაუფლების განხორციელება ემსახურება ხალხის ინტერესებს, რაც საყოველთაო კეთილდღეობაში მდგომარეობს.
მოსწავლეებს მიეცათ მეორე დავალებაც, მათ უნდა დაეწერათ მოკლე ისტორია საკუთარი თავის შესახებ, თუ რა მოსწონთ, რას საქმიანობენ გაკვეთილების შემდეგ და რა იტაცებთ. მათ დააფიქსირეს საკუთარი აზრი და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად