სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N2 საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
02-10-2023
-
+


ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლაში 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

სკოლის მასწავლებელმა, გული ბარკალაიამ, მოსწავლეებთან ერთად, სოხუმის დაცემიდან 30-ე წლისთავზე, პატივი მიაგო აფხაზეთში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

„საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უდიდეს ტრაგედიას ვერასოდეს დავივიწყებთ, ვერასოდეს დავივიწყებთ რა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა სწავლობდე და მუშაობდე სამშობლოსათვის ზვარაკად შეწირული ეროვნული გმირის- ჟიული შარტავას სკოლაში.

ამიტომაც იყო ღონისძიება აკადემიური, მოსწავლეები გულწრფელად გამოხატავდნენ სათქმელს, იყო ცრემლიც, ტკივილიც, გმირულად დაღუპული ადამიანების: ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას, გენო ადამიას, და სხვათა გახსენება. რა თქმა უნდა, - მომავლის იმედი“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ღონისძიებას, ჰყავდა საპატიო სტუმრები - დავით ფაცაცია- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, გურამ მისაბიშვილი-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ გადელია- სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, საბა ოდიშარია- ქალაქის საკრებულოს თავჯდომარე. დარეჯან ზარანდია- საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდობა...

სკოლაში საპატიო სტუმრებსა და ღონისძიებაში ჩართულ მოსწავლეებსა და მასწავლებელს მადლობას უხდიან. 

„მადლობას ვუხდით თანადგომისათვის ჩვენს საპატიო სტუმრებს, ქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს. ქორეოგრაფ ზვიად გვასალიას. გული მასწავლებელს და მის მოსწავლეებსა და მშობლებს“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში. 

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება