სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისი“ სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდა
02-10-2023
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისის“ პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში რთავენ. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მე-10 საიუბილეო სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა, რომლის მიზანიც ნებისმიერი ასაკის ვიზიტორისთვის მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა იყო. 

აღნიშნულ სამეცნიერო პიკნიკში უკვე მეშვიდედ მონაწილებდა მკვლევართა კლუბი - „ანაბასისი“. ამ ღონისძიებას „ანაბასისელები“ მთელი წელი ელოდებიან. მკვლევართა კლუბთან ერთად, ვიზიტორებს სკოლაში მოქმედმა სხვა კლუბების - ხელოვნების,  სამოქალაქო განთლებისა და ეკოლოგთა წევრებმა უმასპინძლეს. ძირითად მიმართულებად „ქიმია და ხელოვნება“ აირჩიეს და ქიმიური ექსპერიმენტების შემდეგ მიღებული პიგმენტებით ადგილზევე ხატავდნენ. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ვიზიტორები აქტიურად ჩაერთნენ კლუბის საქმიანობაში: ატარებდნენ ექსპერიმენტებს, ხატავდნენ ექსპერიმენტების შედეგად მიღებული პიგმენტებით, მათ სამახსოვროდ ნახატების წაღებაც შეეძლოთ.

მოსწავლეები პიკნიკისათვის პედაგოგებმა - ქეთევან ედიბერიძემ, ნანა გიორგაძემ, თეა სამხარაძემ და თამარ მალაღურაძემ მოამზადეს. 

„პოპულარულ, საუკეთესო დღესასწაულს მთელი წელი ელოდებიან „ანაბასისელები“ და საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობს პიკნიკს, ასე იყო წლსაც. ხელოვნების პედაგოგი ფასილიტატორობას უწევდა. წლევანდელი პიკნიკიც იყო შთამბეჭდავი და საინტერესო. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვა კლუბების მუშაობას, სამეცნიერო მიმართულებით ახალ აღმოჩენებისათვის მიედევნებინათ თვალყური, ეს ხელს შეუწყობს მათი მომავალი პროფესიის არჩევაში, რადგან მომავალმა თაობამ სწორად განსაზღვროს მომავალი პროფესია. 
დიდი მადლობა ილიაუნს, პიკნიკის ყველა ორგანიზატორს შეუდარებელი, შთამბეჭდავი დღესასწაულის მოწყობისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება