| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მოსწავლეები სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდნენ.
სასკოლო სპორტის კვირეული სხვადასხვა სპორტის სახეობებში, 25-29 სექტემბერს, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტის განვითარებისა და კომუნიკაციების მართვის განყოფილების და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ტყიბულის N1 საჯარო სკოლა კვირეულში საინტერესო ღონისძიებებითა თუ აქტივობებით ჩაერთო.
ჩატარდა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი, ასევე, 3×3 კალათბურთის შეჯიბრი, მოსწავლეებმა ასევე ხელბურთი ითამაშეს, დასკვნით ეტაპზე კი სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ გაიმართა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად