სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისში“ კლიმატის ცვლილების კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
02-10-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.

ამჯერად, სკოლაში კლიმატის ცვლილების კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული კვირეულის მიზანია კლიმატის ცვლილებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა - ანზორ მაღლაკელიძემ, ნიკოლოზ ცხადაძემ, ბარბარე კაპანაძემ, ნატალი ბერაძემ სასკოლო საზოგადოების წინაშე პრეზენტაცია წარადგინეს, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში თავიანთ როლსა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს; ყურადღება გაამახვილეს კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე, ასევე, ისაუბრეს შოვისა და გურიის ტრაგედიებზე.

პრეზენტაციის ბოლოს, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჩართულობით დისკუსია გაიმართა. კვირეულის ხელმძღვანელი პედაგოგები - ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, რუსუდან გურგენაშვილი, თამარ მალაღურაძე იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და ინფორმაციულ აქტივობაში რთავენ.

„მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოვალენი არიან დაანახონ ადამიანებს, თუ როგორ შეაქვთ რეალური წვლილი მათ ყოველდღიურ ქცევასა და საქმიანობას კლიმატის ცვლილების დაძლევაში.
„ანაბასისელებმა“ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლიეთილენის გამოყენებაზე უარის თქმა, ნარჩენების სეპარირების ჩვევის გამომუშავება, სოფლად მოსავლის აღების შემდეგ მინდვრების გადაწვის და ფოთლების დაწვის მინიმუმამდე დაყვანა და ჰაერის დაბინძურების შემცირება, რაც ნათლად დაგვანახებს, რომ კლიმატის ცვლილების შეჩერება და ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გაჯანსაღება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება