სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოდგომის ფესტივალი“- კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები, ვიეტნამელ თანატოლებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობდნენ
02-10-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ. 

პროფესიონალი პედაგოგები არამხოლოდ მათი ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ საერთაშორისო ასპარზზე გაყვანაზეც ფიქრობენ. სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა ფერაძე მათ არაერთ აქტივობაში რთავს. მისი დამსახურებაა ისიც, რომ „ანაბასისი“ და ვიეტნამის ქალაქ ლაო კაის ბაკ კუონგის დაწყებითი სკოლა მეგობრობენ. 

ამ სკოლის მოსწავლეებმა „ანაბასისელები“ ონლაინ კონფერენციაზე - „შემოდგომის ფესტივალი“ მიიწვიეს. პროექტში პედაგოგები - ლოლიტა ნებიერიძე და ლანა ჩუბინიძე ჩაერთნენ. 

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეები დიდი ინტერესით უცქერდნენ და უსმენდნენ თანატოლებს სხვა ქვეყნიდან, სიამოვნება ჰქონდათ გაეცნოთ ერთმანეთი და ინგლისურად მოესმინათ ინფორმაციები. 

„ანაბასისში“ ვიეტნამელ მასწავლებელსა და ნანა ფერაძეს, რომელთა ხელმძღვანელობითაც ბავშვები კონფერენციაში ჩაერთნენ, მადლობას უხდიან.

„მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად თანამშრომლობენ გლობალურ პლატფორმაზე. ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ნანა ფერაძემ ცოტა ხნის წინ  გლობალური განათლების წინსვლაში საერთაშორისო სკოლებთან თანამშრომლობისათვის ჯეიმსიან ედუ ლიგის ელჩის საპატიო სტატუსი მიიღო. ქალბატონი ნანა თავის მოსწავლეებს აქტიურად რთავს უცხოელ თანატოლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელებაში.
ონლაინ კონფერენციაზე შეხვედრამ ჩვენს საყვარელ პირველკლასელებს გაუღვივა უცხო ენის შესწავლის მოტივაცია და ინტერესი. ქვეყნის მომავალ მფლობელებს ვუსურვებ, რომ ყოველთვის ჰქონდეთ საინტერესო პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივა და ენთუზიაზმი საკუთარი ცოდნის აღმოჩენის გზაზე! დიდი მადლობა ქალბატონ ნანას და ვიეტნამელ კოლეგას - Khanh Tran საინტერესო აქტივობის დაგეგმისა და განხორციელებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება