სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ უნდა გაუმარტივოთ ბავშვებს უცხო ენების სწავლა?
01-10-2023
-
+


დღესდღეობით, უცხო ენების სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ამ საკითხს სკოლაში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. ეს მოსწავლეებსაც კარგად ესმით და ენების ათვისებას ცდილობენ. 

ამის მიუხედავად, ზოგჯერ ისე ხდება, რომ მოსწავლეს უცხო ენის სწავლა უჭირს. ამ დროს მათი დახმარება მშობლებსა და მასწავლებლებს სხვადასხვა გზით შეუძლიათ. ამ საკითხზე აზრს ერთ-ერთი უცხოელი პედაგოგი გვიზიარებს, რომელსაც ენების საკუთარი ცენტრი აქვს. მისი რჩევების გათვალისწინებით, მშობლები და მასწავლებლები შედეგს აუცილებლად მიაღწევენ. 

უცხო ენაზე ხშირად ილაპარაკეთ

უმჯობესია, თუ უცხო ენის გაკვეთილები მთლიანად იმ კონკრეტულ ენაზე წარიმართება. გარდა ამისა, მშობელმა თუ ეს ენა იცის, ბავშვს სახლში უნდა ესაუბროს. ასე მოზარდები უკეთ ითვისებენ. მათთვის ყოველდღიური საუბარი ერთგვარი პრაქტიკაა, რითაც უცხო ენის შეყვარებასაც იწყებენ. თანაც, კომპლექსებიც ეხსნებათ და გაბედულად საუბრობენ.

გრაფიკი შეუდგინეთ და მის შენარჩუნებაში დაეხმარეთ 

ენების სწავლისას, შეიძლება ითქვას, რომ დისციპლინაა საჭირო. ადამიანმა მათ სწავლას, დღის განმავლობაში, გარკვეული დრო უნდა დაუთმოს. კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს გრაფიკის სწორად შემუშავებასა და დროს გადანაწილებაში მშობლები ან მასწავლებლები დაეხმარებიან. თუ ისინი, მაგალითად, 2 საათი იმეცადინებენ, ენას უფრო სწრაფად ისწავლოან. 

უცხოენოვანი ლიტერატურა შეურჩიეთ

მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა უყვართ, ამიტომაც მათ დასაინტერესებლად, საყვარელი ნაწარმოების იმ ენაზე წაკითხვა შესთავაზეც, რომელზეც დაიწერა. მაგალითად, განსაკუთრებული პოპულარობით „ჰარი პოტერი“ სარგებლობს. ბავშვს სთხოვეთ, რომ ის ორიგინალში - ინგლისურ ენაზე წაიკითხოს. 

ფილმებისა და სერიალები ყურება 

ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მათ ენაბის სწავლა ფილმებისა თუ სერიალების მეშვეობით გაუმარტივდათ. თანაც, აქ კიდევ ერთი ნიუანსია - ფილმებში პერსონაჟები ისე საუბობენ, როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ილაპარაკებდნენ, იყენებენ სლენგებს, ჟარგონებს - ეს კი ენის საფუძვლიანად შესასწავლად აუცილებელია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება