სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაფინანსებაზე სტუდენტთა განაცხადების მიღება დაიწყო - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ 
06-09-2023
-
+


თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 სექტემბრიდან  სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.

1. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან:

1.1. სოციალურად დაუცველი სტუდენტები: საქართველოს მოქალაქე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და  რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.

1.2. მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები: საქართველოს მოქალაქე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახის წევრი;

1.3. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები: – საქართველოს მოქალაქე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის დაფინანსების ოდენობა   სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1 125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე:

  • 90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% (1125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
  • 70-ზე მეტი - 90 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%, (1 125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ აღემატება 70 000-ს და მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;

  • ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე - სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტუდენტისთვის, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 50% (562.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ტოლია ან ნაკლებია 150 000-ის, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;

დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

პირადი განცხადება;

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტის შემთხვევაში - ამონაწერი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის შემთხვევაში - სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან;
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (გარდა პირველი სემესტრის სტუდენტებისა);
  • იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის შემთხვევაში-დოკუმენტი, დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის შემთხვევაში - ქალაქ თბილისში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა (განცხადების შემოტანის მომენტისთვის სტუდენტს არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეს რეგისტრაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).

პირველი სემესტრის სტუდენტები დაფინანსდებიან სემესტრული თანხის (1 125 ლარი)   50%-ით, ხოლო თუ პირველი სემესტრის სტუდენტს აქვს მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის სტატუსი, დაფინანსდება სემესტრული თანხის (1125 ლარი) არაუმეტეს 70%-ით.

განცხადებების მიღება   დაიწყება 6   სექტემბრიდან და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7).

სტუდენტებს   განცხადებების შემოტანა   ასევე,   შეუძლიათ,   თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: www.ms.gov.ge (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).

საკონტაქტო ინფორმაცია ტელევიზიებისთვის: 593 61 66 70


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

როგგორ და სად უნდა მიიღოთ პირველკლასელთა რეგისტრაციის უნიკალური კოდი - ინსტრუქცია

 2026 წელს emis-ის უფროსს მოადგილეების რაოდენობა 2-ჯერ გაუზარდეს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა 5 კვირის განმავლობაში შეისწავლეს სვანური კოშკების ისტორია და არქიტექტურა

გამარჯვებული კლასის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ

 

 

სასწავლო წლის მიწურულს თეატრალურმა კლუბმა ნოდარ დუმბაძის უკვდავი სამყარო გააცოცხლა

მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად დრო სასარგებლოდ და ხალისიანად გაატარეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება