TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები, საინტერესო

GPA, კრედიტი, კოლოქვიუმი... - რა ძირითადი ტერმინები უნდა იცოდნენ პირველკურსელებმა?
10-09-2023
-
+


2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, სტუდენტის სტატუსი 34 800-ზე მეტმა აპლიკანტმა მიპოვა. ისინი უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას უახლოეს მომავალში შეუდგებიან და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავლენ. 

პირველკურსელებისთვის პირველი სემესტრი, როგორც წესი, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გარკვევასა და რიგი ტერმინების მნიშვნელობების გაცნობიერებას ეთმობა. გარდა ამისა, სტუდენტები სასწავლო გარემოს ათვალიერებენ, აუდიტორიების, ბიბლიოთეკის, ადმინისტრაციისა და სხვა აუცილებელი ოთახების მდებარეობას იმახსოვრებენ. 

მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პირველკურსელმა იცოდეს, თუ რა ელოდება უნივერსიტეტში. ამისთვის კი, რიგი ტერმინების ცოდნა სასურველია. 

ადმინისტრაციული რეგისტრაცია - გულისხმობს სტუდენტის უნივერსიტეტის ბაზაში დარეგისტრირებას, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და თანხის გადახდის საფუძველზე ხდება.

აკადემიური რეგისტრაცია - ეს შემდგომი ეტაპია. აკადემიური ანუ საგნობრივი რეგისტრაცია ყოველი სემესტრის დაწყებამდე სტუდენტის მიერ ინდივიდუალური ცხრილის ფორმირებას, ანუ დადგენილ ვადაში სასწავლო დისციპლინების არჩევას
გულისხმობს.

სილაბუსი – ახსნილია კონკრეტულ საგანში რას და რომელ კვირაში ისწავლით, რომელი სახელმძღვანელოები დაგჭირდებათ, ამასთან მოცემულია ლექციების მიხედვით შესასრულებელი დავალებები, მისაღწევი მიზნები და ა.შ.

ლექცია/სემინარი - არიან პირველკურსელები, რომლებმაც არ იციან რა განსხვავებაა ლექციასა და სემინარს შორის. ლექციაზე ლექტორი ახალ მასალას ხსნის და დავალებას გაძლევთ. რაც შეეხება სემინარს, ეს თქვენი - სტუდენტების დროა. სემინარზე ცოდნა უნდა წარმოაჩინოთ და ლექტორს ნაწავლი მასალის შესახებ ესაუბრობთ. ქულები სწორედ სემინარზე იწერება. 

კრედიტები - ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი 60 კრედიტს აგროვებს. რიგ უნივერისტეტებში, როგორც წესი, საგნების უმეტესობა 5 ან 6-კრედიტიანია. სტუდენტი საგნისთვის განსაზღვრულ კრედიტებს მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოიპოვებს. 

GPA (Grade Point Average) - სტუდენტების საერთო შეფასებისათვის ფართოდ გამოყენებული უნივერსალური საზომია, რომელსაც თითქმის ყველა უნივერსიტეტი იყენებს. კურსდამთავრებულთა დიპლომის საშუალო ნიშნის დასაანგარიშებლად, თავდაპირველად, სტუდენტის მიერ მიღებული შეფასებების შესაბამისობა GPA–სთან ქვემოთ წარმოდგენილი პრინციპით დგინდება: 

შეფასების 100-ქულიანი სისტემის შემთხვევაში:

A  - 91-100 ქულობრივი მაჩვენებელი GPA - 4.0;

B - 81-90 ქულობრივი მაჩვენებელი GPA - 3.0;

C - 71-80 ქულობრივი მაჩვენებელი GPA- 2.0;                  

D - 61-70 ქულობრივი მაჩვენებელი GPA- 1.0;      

E - 51-60 ქულობრივი მაჩვენებელი GPA- 0,5;

F-FX  - 0-50 ქულობრივი მაჩვენებელი GPA  0.

„ქვიზი“ - სტუდენტის შეფასების ერთ-ერთი საშუალებაა. ეს არის ტესტირება, რომელშიც ლექტორი ერთი ან რამდენიმე ლექციის მასალას აერთიანებს და განვლილ მასალას ასე აბარებთ.

შუალედური გამოცდა, კოლოქვიუმი - სასწავლო სემესტრის განმავლობაში, სტუდენტი მინიმუმ ერთ შუალედურ გამოცდას აბარებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს წინასაფინალო გამოცდაა.

ფინალური გამოცდა - სტუდენტის საბოლოო შეფასების საშუალებაა. სემესტრის ბოლოს სტუდენტი მთელ გავლილ მასალას აბარებს, როგორც წესი, წერილობითი ფორმით. ძირითადად ფინალური გამოცდა 40-ქულიანია, თუმცა კონკრეტულ უნივერსიტეტში შესაძლებელია უფრო მეტი ან ნაკლებქულიანიც იყოს. იმისთვის რომ სტუდენტს საგანი წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვალოს, საჭიროა, რომ მან ფინალურ გამოცდაზე მიღებული შედეგთან ერთად, მინიმუმ 51 ქულა უნდა ჰქონდეს დაგროვებული.

გადაბარება - თუ სტუდენტმა ფინალური გამოცდის ჩაბარების შემდგომ, მინიმალური 51 ქულა ვერ დააგროვა, მას უნივერსიტეტი საშუალებას აძლევს გამოცდაზე მეორედ გავიდეს, რათა ქულა გაიუმჯობესოს.

საგნის „შეტენვა“ ან ჩარჩენა - იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი სემესტრის ბოლოს საგნის დასაძლევად გამოყოფილ მინიმალურ ბარიერს ვერ გადალახავს, მას საგანი ჩაბარებულად არ ეთვლება. იმ შემთხვევაში თუ ეს საგანი სავალდებულოა, ის სტუდენტმა მომდევნო სემესტრში უნდა გაიაროს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

დადგენილებით განისაზღვრა აღსაზრდელთა კონტინგენტი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:

გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ სკოლაში არსებობდა „ბულინგის კულტურა“, რომელსაც ხელმძღვანელობამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია.

განათლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებაა - ცნობილია, რა ვალდებულება და უფლებამოსილება დაემატა უწყებას

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება