სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გრანტის შანსი მაქვს?“ - როგორ გაიცემა სახელმწიფო დაფინანსება
29-08-2023
-
+


დღეს, 29 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების სკალირებული და გათანაბრებული ქულები გამოაქვეყნა. პრიორიტეტული პროგრამების დასალაგებლად, აპლიკანტებს 24 საათი აქვთ. მანამდე კი, დღის აქტუალური კითხვაა - „გრანტის შანსი მაქვს?“ etaloni.ge გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, როგორ გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე?

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მთავრობის დადგენილების შესაბამისად, 2023 წელსაც გაიცემა 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი სასწავლო გრანტები.

ორი ან მეტი არჩევითი საგნის ჩაბარების შემთხვევაში, ერთ-ერთ მათგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერ გადალახვის (ჩაჭრის) ან გამოცდაზე არგამოცხადების გამო აბიტურიენტი შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისთვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით.

აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესი:

აბიტურიენტი აკადემიურ პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სამი საგნის შედეგის გათვალისწინებით - ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და მათემატიკის/ისტორიის/გეოგრაფიის/სამოქალაქო განათლების/ლიტერატურის/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/ფიზიკის/ქიმიის/ბიოლოგიის გამოცდებში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური პროგრამისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.

იმისათვის, რომ აბიტურიენტის მიერ ამა თუ იმ საგანში მოპოვებული ქულა გათვალისწინებულ იქნეს მისი აბსოლუტური ქულის დათვლისას, აუცილებელია, რომ აღნიშნული საგნის ჩაბარება სავალდებულო იყოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად.


თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის 4 საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, ვინაიდან უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დამატებითი საგანი დააწესა და აბიტურიენტი ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას - მას უფლება აქვს გრანტი მოიპოვოს როგორც ზემოაღნიშნულ სამ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ისტორია/მათემატიკა) მოპოვებული აბსოლუტური ქულის, ისე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენასა და დამატებით
(მეოთხე) საგანში მოპოვებული აბსოლუტური ქულის შესაბამისად.

აბიტურიენტი ორ საგრანტო კონკურსში მონაწილეობს იმ შემთხვევაშიც, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სამი სავალდებულო საგანია განსაზღვრული, თუმცა მესამე სავალდებულო საგნად განსაზღვრულია რამდენიმე საგანი და აბიტურიენტი ამ საგნებიდან ორს ან მეტს აბარებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

როგგორ და სად უნდა მიიღოთ პირველკლასელთა რეგისტრაციის უნიკალური კოდი - ინსტრუქცია

 2026 წელს emis-ის უფროსს მოადგილეების რაოდენობა 2-ჯერ გაუზარდეს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა 5 კვირის განმავლობაში შეისწავლეს სვანური კოშკების ისტორია და არქიტექტურა

გამარჯვებული კლასის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ

 

 

სასწავლო წლის მიწურულს თეატრალურმა კლუბმა ნოდარ დუმბაძის უკვდავი სამყარო გააცოცხლა

მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად დრო სასარგებლოდ და ხალისიანად გაატარეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება