| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ 2023 წლის 17 ივლისის 10:00 საათიდან 15 აგვისტოს 18:00 საათამდე მომართონ განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე. გამოცდა მათთვის პირველ სექტემბერს ჩატარდება.
სარეგისტრაციო განაცხადი ივსება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.
განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე აუცილებელია ერთვოდეს:
გამოცდაში მონაწილეობა საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა.
გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი.
საბანკო რეკვიზიტები:
სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი;
საიდენტიფიკაციო კოდი: 202198727;
სახელმწიფო ხაზინა, კოდი: TRESGE22;
სახაზინო კოდი: 707627112;
დანიშნულებაში მიუთითეთ გამოსაცდელის პირადი ნომერი და გამოცდის სახელწოდება - ზოგადი უნარების გამოცდა.
თუ გამოსაცდელს ესაჭიროება სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, მან უნდა მიუთითოს სარეგისტრაციო ფურცელზე ამ სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები და სხვ.) და წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 15 აგვისტოს 18:00 საათამდე. თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა, ცენტრი გამოცდის მიმდინარეობისას ვერ გაითვალისწინებს აპლიკანტის სპეციალურ საჭიროებებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა აღნიშნული საჭიროება აპლიკანტს რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოეშვება.
იხილეთ ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშები
გაითვალისწინეთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან.
ტესტის შედგება 45 არჩევითპასუხიანი (დახურული) დავალებისგან (თითოეული ნაწილი 15 დავალებისგან). ყოველ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ