სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენი კლასის გაერთიანებაა დაშვებული კლას-კომპლექტში და რამდენი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს გაერთიანებულ კლასს?
14-08-2023
-
+


მცირეკონტინგენტიან სკოლებში, სადაც ერთი ან ორი მოსწავლეა, რეკომენდებულია კლას-კომპლექტების შექმნა, თუმცა სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა გაერთიანების შემთხვევაში, კლას-კომპლექტის მოსწავლეთა საერთო რაოდენობა ათზე მეტი არ უნდა იყოს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ კლას-კომპლექტის შექმნის აუცილებლობის შემთხვევაში, დირექციამ ერთ კლასში ორ კლასზე მეტი არ უნდა გააერთიანოს.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, რეკომენდებულია, კლას-კომპლექტები შეიქმნას საფეხურის ფარგლებში და ერთ კლას-კომპლექტში არ გაერთიანდეს ორ კლასზე მეტი. I-IV კლასები შეიძლება დაკომპლექტდეს სხვადასხვა პრინციპით (მაგ.: I-II და III-IV კლასებად, ან I და III, II და IV კლასებად). სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფებს მიკუთვნებული საგნების გაკვეთილებზე შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე კლასი (მაგ.: I, II და III; IV, V და VI; VII, VIII და IX და ა.შ.).

ორი კლასის გაერთიანების შემთხვევაში შეიძლება თუ არა, რომ კლას-კომპლექტს ორივე დამრიგებელი ხელმძღვანელობდეს?

მცირეკონტინგენტიან სკოლაში რეკომენდებულია, რომ ერთ დამრიგებელს ჰყავდეს არანაკლებ 10 მოსწავლე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სკოლაში მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა 10 მოსწავლეზე ნაკლებია). კლას-კომპლექტი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ათზე მეტი მოსწავლისგან არ უნდა შედგებოდეს.

კლასების გაერთიანების შემთხვევაში დაუშვებელია ერთი კლას-კომპლექტის მოსწავლეებს ჰყავდეთ სხვადასხვა დამრიგებელი. აუცილებელია, კლას-კომპლექტს ჰყავდეს ერთი ხელმძღვანელი.

რაც შეეხება სწავლებას, კლას-კომპლექტებში სწავლა-სწავლების პროცესი მთლიანად უნდა დაეფუძნოს დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს. თითოეული კლასის მოსწავლეს კი უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი კლასისთვის/საგნისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სავალდებულო საათების რაოდენობა.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება