სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

1,4,7,10 - რამდენი კრედიტია მასწავლებლების საგამოცდო შედეგი და ვის ეხება პრემიერის გადაწყვეტილება
11-08-2023
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა  გამოცდების შედგების ნაწილი გამოაქვეყნა; ცნობილია მათემატიკის (VII-XII), ისტორიის (VII-XII), გეოგრაფიის (VII-XII), სამოქალაქო განათლების (VII-XII), ფიზიკის (VII-XII), ქიმიის (VII-XII), ბიოლოგიის (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის, აზერბაიჯანული ენის, ასევე სომხური ენის ქულები.

მასწავლებლის გამოცდების შედეგები ცნობილია 

საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს  online.naec.ge, სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.

შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება.

აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვანი სკოლების შემთხვევაში, შენარჩუნებულია 1,4,7,10 კრედიტი; პრემიერის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსის სტატუსს.

გარდა ამისა, ცვლილება შეეხო საგნის გამოცდასაც, იგივე არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისთვის და პრემიერის გადაწყვეტილებით, კვლავ ბრუნდება 1,4,7, 10 კრედიტი.

დოკუმენტში, რომელიც ძალაშია, აღნიშნულია:

„იმ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოს მასწავლებლებს (გარდა ეთნიკური უმცირესობის ენების აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლებისა), რომლებმაც 2023 წლის იანვრისთვის ვერ შეიცვალეს სტატუსი და 2023 წლის საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ, მიეცეთ უფლება, 2023 წლის საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგები დაუანგარიშდეთ 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულად.

2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგები შესაძლებელია, დაანგარიშდეს 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულად, შემდეგი ცხრილის შესაბამისად.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება