სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ტრაგიკულ მოვლენებზე? - რჩევები მშობლებს
07-08-2023
-
+


სამწუხაროდ, სამყაროში კარგ ამბებთან ერთად, ტრაგიკული მოვლენებიც ხდება. ამ ყველაფრის ცოდნის უფლება კი, რასაკვირველია, ბავშვებსაც აქვთ. 

მნიშვნელოვანია, მშობელმა იცოდეს, როგორ ესაუბროს ბავშვს, როგორ დააკმაყოფილოს მისი ინტერესი და თან ემოციური ზიანი არ მიაყენოს. ამ საკითხზე არაერთი კვლევა და ფსიქოლოგების მოსაზრება გამოქვეყნებულა, ჩვენ ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ. 

სიმართლე არ დაუმალოთ - არ უთხრათ, რომ რაღაც მისი საქმე არ არის, არ მოიშოროთ უხეშად. ასე ბავშვი უფრო მეტად განერვიულდება. 

ბავშვის წუხილი არ დააკნინოთ - როდესაც თქვენი შვილი წუხილს გამოხატავს, არ აგრძნობინოთ, რომ მისი განცდები გაზვიადებულია, პირიქით, მოუსმინეთ, გაუგეთ და თუ საჭიროა, ანუგეშეთ. 

პოზიტიური ინფორმაცია მოიძიეთ - მნიშვნელოვანია, ბავშვებმა იცოდნენ, რომ ადამიანები ერთმანეთს ეზმარებიან, ზოგიერთ ამბავს კი ზოგჯერ კეთილი ფინალიც აქვს. პატარებმა სიკეთისა და სიმამაცის მაგალითები უნდა იცოდნენ. 

ბავშვები, შეიძლება ითქვას, ზრდასრული ადამიანების ემოციებს ირეკლავენ - ამიტომაც, ეცადეთ, რომ შეძლებისდაგვარად, მშვიდად იყოთ. თქვენი შიშით ზედმეტად არ დატვირთოთ.

გულწრფელი საუბარი ყოველთვის კარგი გამოსავალია, ამიტომაც, ბავშვებთან თბილები, გამგებიანი და ყურადღებიანები უნდა იყოთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება