| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლა 2023 წლის კურსდამთავრებულმა, თეკლე ფიფიამ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მოპოვებული მაქსიმალური შედეგით ასახელა.
თეკლე ფიფიამ უმაღლესი შეფასება ინგლისურ ენაში დაიმსახურა.
სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეს ინგლისურ ენაში საერთაშორისო გამოცდა აქვს ჩაბარებული და ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს ფლობს.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გუშინ, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირების შეფასების გაცხადებით დაიწო. დღეს, კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად