სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ორბეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს - ივანე დიდებელს მენტორის სტატუსი მიენიჭა
01-08-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. სკოლას მენტორი მასწავლებელი შეემატა. 

მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა ივანე დიდებელმა მოიპოვა. 

სკოლაში მასწავლებლებელს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები ინგლისური ენის მასწავლებელს - ივანე დიდებელს ვულოცავთ მენტორის სტატუსის მინიჭებას, ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებას პირად ცხოვრებასა და კარიერაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლების ნაწილს, ვინც პროფესიული საქაღალდე კომისიას წარუდგინა, eSchool-ის ბაზაში სტატუსი უკვე აესახა.

​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება