სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თანაკლასელების საუკეთესო მეგობარი, პედაგოგებისთვის კი ბეჯითი მოსწავლე“ - აფხაზეთის N2 სკოლის კურსდამთავრებული ლიზა თამაზოღლი ოქროს მედლის კანდიდატია
01-08-2023
-
+


აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება განსაკუთრებით ახარებთ. 

წელს სკოლა წარჩინებით ლიზა თამაზოღლმა დაამთავრა. კურსდამთავრებული ოქროს მედლის კანდიდატია. 

ლიზას სკოლაში ახასიათებენ, როგორც ბეჯით და შრომისმოყვარე ახალგაზრდას, რომელიც აქტიურად და წარმატებით მონაწილეობდა, როგორც სასკოლო ისე არაფორმალური განათლების პროექტებში. მათ შორის აღსანიშნავია, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, სადაც „ოქროს სიგელი“ დაიმსახურა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლიზა თამაზოღლი, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ, ქვემო ბარღების საჯარო სკოლიდან მე-9 კლასში გადავიდა. 

„ლიზა გადმოსვლის დღიდან აქტიურად ჩაერთო სასკოლო ცხოვრებაში. მას არ გასჭირვებია ახალ გარემოსთან, კლასელებთან, პედაგოგებთან შეგუება, პირიქით, მან მალევე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი. თანაკლასელების საუკეთესო მეგობარი, პედაგოგებისთვის წარმატებული, ბეჯითი მოსწავლე მალე ერთვება სასწავლო თუ კლასგარეშე აქტივობებში: ის სისტემატურად მონაწილებდა სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში, არის მრავალჯერ საპრიზო ადგილის მფლობელი „კინგსის“ ოლიმპიადების. ასევე, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ოქროს სიგელის მფლობელი გახლავთ. ჩვენ გვჯერა, რომ ლიზა წარჩინებით გააგრძელებს სწავლას სასურველ უმაღლეს სასწავლებელში. ლიზა თამაზოღლი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ოქროს მედლის ღირსეული კანდიდატი და მას მთელი სკოლის სახელით ვუსურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება