| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება განსაკუთრებით ეამაყებათ და ახარებთ.
წელს სკოლის საბაზო საფეხური წარჩინებით ნოე არველაძემ დაამთავრა. მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია.
ამასთანავე ნოემ ჩააბარა ქუთაისის გიორგი კვინიკაძის სამხედრო ლიცეუმში და გახდა კადეტი.
სკოლის დირექტორი ნათელა შენგელია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ჭაგნის სკოლა და მთელი კოლექტივი ამაყობს მისით და ვუსურვებთ წარმატებებს და წინსვლას“,- აღნიშნულია სკოლის წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად