| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის N2 საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორის არიან - აინურ ელლაზივა, ლამია ეფენდიევა, აისელ გაჯიევა და მაჰიმა ტანრივერდიევა.
ახალგაზრდები მედლის კანდიდატები არიან. სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ. ამჟამად კურსდამთავრებულები ეროვნულ გამოცდებს აბარებენ, სკოლაში მათ განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ და სასურველ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე სწავლის ასეთივე წარმატებით უსურვებენ.
„გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლა კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში ჩვენი 4 მედალოსანი კურსდამთავრებულის წყალობით. ესენი არიან: აინურ ელლაზივა.ლამია ეფენდიევა,აისელ გაჯიევა და მაჰიმა ტანრივერდიევა. ვულოცავთ, ჩვენს სიამაყეებს ამ კიდევ ერთ დიდ წარმატებას. ვუსურვებთ, ეროვნულ გამოცდებზე მათთვის სასურველი შედეგის დადებას და სასურველ უნივერსიტეტში სწავლის ასევე წარმატებით გაგრძელებას“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად