სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„სკოლაში შევედი თუ არა, მივხვდი, რომ ჩემი ადგილი აქ იყო“- მარინე ასანიძე, აწყურის საჯარო სკოლის დირექტორი
27-07-2023
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ასანიძე სასკოლო გარემოსა და მოსწავლეების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. ის უკვე 3 წელია, რაც ამ თანამდებობას იკავებს და ამ ხნის განმავლობაში, მოსწავლე-მასწავლებლებმა არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. 

გამორჩეული იყო გასული სასწავლო წელიც, რომელიც, დირექტორის თქმით, აქტივობებით დატვირთული იყო - მოსწავლეები საერთაშორისო პროექტებში ჩაერთნენ, მასწავლებლებმა კარიერულ წინსვლაზე იზრუნეს, სკოლამ კი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 სასწავლო წლის სკოლის 2 კურსდამთავრებული ვერცხლის მედლის კანდიდატია. 

მარინე ასანიძე, დირექტორობის პარალელურად, ქართულ ენასა და ლიტერატურასაც ასწავლის. როგორც ამბობს, მისთვის მოსწავლეებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლაში მუშაობის დაწყების პერიოდსაც იხსენებს, მისი თქმით, გაკვეთილზე შესვლისთანავე მიხვდა, რომ მისი ადგილი იქ იყო. 

გასული სასწავლო წლის, მიღწევების, გამოწვევების, პედაგოგებისა და მოსწავლეების შესახებ მარინე ასანიძემ etaloni.ge-სთან ისაუბრა.

- თავდაპირველად, საინტერესოა, როგორი იყო გასული სასწავლო წელი თქვენი სკოლისა და მოსწავლეებისთვის?

- აკადემიურ მიღწევებს, ჯილდოების მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, წელს 2 ვერცხლის მედლის კანდიდატი გვყავს. ვთვლით, რომ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება დიდწილად არაფორმალურ განათლებაზეა დამოკიდებული - სკოლაში როგორ დაინერგება და ბავშვებს სხვადასხვა უნარებს როგორ განვუვითარებთ. შეიძლება ბავშვმა რომელიღაც საგანი ისე არ შეისწავლოს, როგორც სასურველია, თუმცა მაინც წარმატებული იყოს. ძალიან საინტერესო აქტივობები გვქონდა, ვიტყოდი, რომ, ამ მხრივ, სასწავლო წელი დახუნძლული იყო.

- კონკრეტულად, რომელიმე აქტივობას ხომ ვერ გამოყოფდით? 

- მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების კუთხით, საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობდნენ, წარმატებას მიაღწიეს და სკოლას საჩუქრებიც მოუტანეს - სხვადასხვა რესურსი. ასევე, ძალიან საინტერესო იყო ეკოკლუბის მუშაობა - იყო არაერთი კონკურსი და წარმატება. გარდა ამისა, პროფესიულ კოლეჯ „ოპიზასთან“ მემორანდუმი გავაფორმეთ, შედეგად, მოსწავლეებს სკოლაში აქტივობები ჩაუტარდათ.
ამ კუთხით, ყველაზე საინტერესო ის მოხდა, რომ სკოლაში სასკოლო პროექტი - „ჩემთვის, შენთვის, მისთვის“ მიმდინარეობდა, რაც მდგრადი განვითარების 17 მიზანს უკავშირდებოდა. ჩვენ, ამ მიმართულებით, გარემოს დაცვა ავირჩიეთ. მოვიზიდეთ როგორც კერძო ბიზნესის, ისე ადგილობრივი თემის წარმომადგენლები. ჩვენი სკოლის ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა, რომელიც წარმატებული ბიზნესმენია ვერცხლისფერი ნაძვის ნერგები შეგვიძინა და სკოლას საჩუქრად გადმოსცა. შედეგად კი, ვერცხლისფერი ნაძვების ხეივანი გავაშენეთ. პრობლემა იყო ის, რომ ძველი ხეები გახმა, რაც ბავშვებს საფრთხეს უქმნიდა. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაში მუნიციპალიტეტი ჩავრთეთ. ერთი სიტყვით, ამ საქმეში მთელი მუნიციპალიტეტი და სოფელი ჩაერთო.

- პროფესიულ კოლეჯთან მემორანდუმი ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდებში პროფესიული განათლების მიმართ ინტერესი რამდენადაა?

- ამ მიმართულებით განვითარების სურვილი ბავშვებში არის, ეს მათთან საუბრიდან ჩანს. თუმცა, მშობლებში, ამ მხრივ, ცნობიერების დონე დაბალია. მათ ძველი შეხედულებები აქვთ გამოყოლილი და პროფესიული განათლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. ამდენად, რადგან ბავშვები არასრულწლოვანები არიან, გადაწყვეტილებას საბოლოოდ მაინც მშობლები იღებენ.

- მშობლებს სურთ, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ?

- არა, ტენდენცია ის არის, რომ ურჩევნიათ, შვილებმა მიჩვეულ სკოლებში იარონ. სხვათა შორის, ჩვენი სკოლის ვაჟებში სამხედრო სამსახურში წასვლა ძალიან პოპულარულია. ამ შემთხვევაში, მათი მოტივაცია ანაზღაურებაა.

- როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ პროფესიული განათლების საკითხს მშობლები სხვაგვარად მიუდგნენ? 

- ვფიქრობ, ამ მიმართულებით, პროფესიულმა სასწავლებლებმა მუშაობა უნდა გააძლიერონ. ამასთანავე, სკოლა თუ ზედმეტად ჩაერევა, მერე შეიძლება ისე გამოჩნდეს, რომ სკოლას ბავშვების გადევნა სურს. რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩვენი მიზანია, რომ ყველა მოსწავლე სკოლაში დადიოდეს და წარმატებული იყოს. ამასთანავე კი, მასწავლებელი ბავშვის შესაძლებლობებს ყველაზე კარგად ხედავს და შესაძლოა, მშობელს, რჩევა მისცეს და პროფესიულ სასწავლებელზე დააფიქროს. ამგვარი საუბრისას მშობლებს უარყოფითი რეაქცია არ აქვთ, თუმცა უმეტესად მაინც გულგრილები არიან.

- ახალი სასწავლო წლისთვის რამდენ პირველკლასელს ელოდებით და რას სთავაზობს მათ თქვენი სკოლა? 

- 12 ბავშვი დარეგისტრირდა. ჩვენ მათ, პირველ რიგში, ძალიან კარგ ადამიანურ რესურსს ვთავაზობთ, არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავს. გარდა ამისა, სკოლაში ტრანზიციის პროგრამაა დანერგილი. სპეციალური კითხვარია, რითაც ბავშვის განსაკუთრებული მიდრეკილებები და თვისებები უნდა გავიგოთ. იმართება შეხვედრა, ღია კარის დღე. პატარა მოსწავლეებს წიგნებით სახელმწიფო უზრუნველყოფს. რაც შეეხება სკოლის შენობას, ძალიან გახარებულები ვართ იმით, რომ რემონტი დაიწყება. ჩვენ პირველ 800 სკოლაში ვართ ჩასმული. 

- პედაგოგები ახსენეთ, რამდენად ზრუნავენ კარიერულ წინსვლაზე, არიან სერტიფიცირებულები

- დაწყებით კლასებში 4 პედაგოგი გვყავს, ოთხივე მათგანი უფროსი მასწავლებელია. ზოგადად, კარიერულ წინსვლაზე ყველა მასწავლებელი ზრუნავს. სკოლაში ისეთი გარემოა, რომ პედაგოგები ძალიან მოტივირებულები არიან. ახლაც, პორტფოლიოები ორს წამყვანის, ხოლო ორს მენტორის სტატუსზე აქვს წარდგენილი, მათ შორის, ერთ-ერთი მეც ვარ.

- რას იტყოდით კარიერული წინსვლის სქემასა და გამოცდების ფორმატზე?

- გამოცდაზე შარშან გავედი. ყველაფერი მისაღები იყო, მოვასწარი და ყველა დავალება გავაკეთე. თუმცა, მაინც მომეჩვენა, რომ დრო დავალებების დასაწერად საკმარისი არ იყო, ასევე პასუხების ველი მცირე იყო. რა თქმა უნდა, შეიძლება აზრი მოკლედაც გამოთქვა, მაგრამ როდესაც არგუმენტების ჩამოწერა გინდა, შეიძლება ადგილი ვერ გეყოს. დრო მცირე იყო იმისთვის, რომ საკითხი კარგად გაგვეაზრებინა და გვეფიქრა. როგორც გითხარით, გამოცდაზე შარშან გავედი, შემდეგ პორტფოლიო ავტვირთე და ახლა პრეზენტაციას ველოდები. 

- გამოცდების თემით გავაგრძელოთ... ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა, თქვენი სკოლის კურსდამთავრებულებმა რა მიმართულებით გადაწყვიტეს უმაღლესი განათლების მიღება?

- ცოტა შორიდან უნდა დავიწყო. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია Mac Georgia-სთან ვთანამშრომლობთ. საქართველოს მასშტაბით, მსგავსი თანამშრომლობა 10 სკოლას აქვს, ერთ-ერთი ჩვენ ვართ. სამოტივაციო ნაწილი დავწერეთ, რითაც აგვარჩიეს. ორგანიზაცია შესანიშნავ აქტივობებს გეგმავს, მასწავლებლებიც დაატრენინგეს. აქვთ შაბათ-კვირის აკადემია, ყოველ უქმეებზე ჩამოდიან. ასევე, ყოველ ივნისში 5-დღიანი საზაფხულო სკოლაა, რომელიც წელსაც ჩატარდა - შესანიშნავი პროგრამაა.

გარდა ამისა, სკოლაში გამორჩეულ მოსწავლეებს, რომლებსაც, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ქულების 75%-ზე მაღალი აქვთ, შერჩეულ 13 უმაღლეს სასწავლებელში, სწავლას 4 წლის განმავლობაში უფინანსებენ. შარშან 4 კურსდამთავრებული დაგვიფინანსეს. ამ ყველაფერმა კი მოსწავლეებში უდიდესი მოტივაცია გააჩინა.

ახლახან, მემორანდუმი გავაფორმეთ ტექნიკური უნივერსიტეტის მთის განვითარების ფაკულტეტთან. ჩვენი რეგიონი მთაგორიანია, მოსწავლეები დაინტერესდნენ და კონფერენციაში მონაწილეობდნენ. ასეთმა კონტაქტმა გამოიწვია ის, რომ ახალგაზრდებს ამ ფაკულტეტზე ჩაბარებისა და მთაზე ზრუნვის სურვილი აქვთ.

- საინტერესოა, თავად თქვენ მასწავლებლობა რატომ გადაწყვიტეთ? 

- 3 წელია სკოლის დირექტორი ვარ და პარალელურად, ქართულს ვასწავლი. ჩემთვის მოსწავლეებთან ყოველდღიური კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია. თავის დროზე, ფილოლოგიურზე ჩავაბარე. შემდეგ, თბილისიდან საცხოვრებლად რაიონში წამოვედით და სკოლაში დავსაქმდი. შევედი თუ არა სკოლაში, მივხვდი, რომ ჩემი ადგილი აქ იყო. სკოლის გარეშე არ შემიძლია. მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვნანობ. ბავშვებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა.

- მასწავლებლების ნაწილი ამბობს, რომ მათთვის მოსწავლეები მეგობრები არიან, თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- პირველ რიგში, მეგობრებში რა იგულისხმება, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებელია, რომ მოსწავლე-მასწავლებლებს შორის ურთიერთპატივისცემა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობაში გარკვეული ზღვარი არ დაირღვეს. მე პირადად, ყველასთან კარგი, თბილი დამოკიდებულება მაქვს.

- ბოლოს, რას ურჩევდით მომავალ აბიტურიენტებს, მომავალი პროფესია რის მიხედვით აირჩიონ? 

- ვფიქრობ, რომ ბავშვებს პროფესიული ორიენტაცია უჭირთ. თანაც, ახლა, ამ თაობაში, ტენდენციაა, რომ ადამიანი ერთ სამსახურში ვერ ჩერდება, სხვას ეძებს და მიმართულებას იცვლის. ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა კურსი და არაერთი მიმართულებით განვითარების საშუალებაა.

ძნელია, ვინმეს ასე რამე ურჩიო, თუმცა, მთავარია, რაც გულით უნდათ, ის უნდა აკეთონ. ასევე, გაითვალისწინონ, თუ რისი რესურსი აქვთ. უნდა იფიქრონ, რა უნდათ და რისი ნიჭი აქვთ. თუმცა, ამავდროულად, მიმაჩნია, რომ თუ რაიმე სურთ, მის მისაღწევად შეიძლება მეტად განვითარდნენ. ასევე, უმნიშვნელოვანესია, ბოლო წელს კი არ იფიქრონ ეროვნულებზე, ამისთვის მომზადება თავიდანვე უნდა დაიწყონ, ყველა საგანში იმეცადინონ და შემდეგ, რა უფრო მოსწონთ და რა მიმართულებით წავიდნენ, თავად მიხვდებიან.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
გაძვირდა ბაღების, სკოლისა და უმაღლესის გადასახადი - იხილეთ 10 პროდუქტი, რომლის ფასმაც ყველაზე მეტად მოიმატა

ცვლილებები სტანდარტებსა და მარეგულირებელ დოკუმენტებში - ბაღების თანამშრომლები დეტალებს გაეცნენ

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

ვის აქვს სკოლის მართვაში მონაწილეობის უფლება - დეტალები კანონითაა განსაზღვრული

რეგიონის სხვადასხვა სკოლებისთვის ავტროზაციის საკითხს 8 ნოემბერს სპეციალური საბჭო განიხილავს - სია  

პიროვნება

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ძალიან მეგობრულები და პოზიტიურები, როგორც მასწავლებლების, ისე ერთმანეთის მიმართ


„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არიან თბილები და მეგობრულები, როგორც მასწავლებლების ისე ერთმანეთის მიმართ“

სკოლები

აქტივობა საგან ქართული ენაში ჩატარდა და მოსწავლეებს მასწავლებელი ნინო თალაკვაძე ხელმძღვანელობდათ



აღსანიშნავია, რომ ისინი მხატვრული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან

აღსანიშნავია, რომ კომისიაში სამინისტროს, მასწავლებელთა სახლის, რესურსცენტრისა და განათლების პროფკავშირის წევრებიც იყვნენ

მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაეცნენ დიდი საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიასა და მის შემოქმედებას 

სკოლის დირექცია X კლასის მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელს გულწრფელ მადლობას უხდის

საინტერესო
პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად, არსებობენ ისეთი მასწავლებელები, რომლებიც სასწავლო გარემოში ტოქსიკურები არიან

სავარაუდოდ, ის ბაკალავრის ხარისხს 14 წლის ასაკში, ხოლო დოქტორანტის - 18 წლისა მიიღებს

ბავშვები საკუთარ უფლებებს კარგად იმახსოვრებენ, თუმცა ზოგჯერ, მოვალეობები ავიწყდებათ“




გაგიზიარებთ, რამდენიმე რეკომენდაციასა და თამაშს, რომ გაკვეთილები იყოს მეტად ეფექტური 

სასწავლო წელის რომელი პერიოდია მასწავლებლებისთვის ყველაზე რთული?

სიახლეები
საზოგადოება