სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიცანით ბაღის აღმზრდელი, რომელიც სპეცმასწავლებლის გამოცდაზე გავიდა „საბავშვო ბაღში მინდა დასაქმება“
14-07-2023
-
+


სპეცმასწავლებლები დღეს უფროსის სტატუსის მოსაპოვებელ გამოცდაზე გავიდნენ. გთავაზობთ აპლიკანტების შეფასებებს საგამოცდო ცენტრიდან:

აბიტურიენტის დედა ეკლესიის ეზოში წაიქცა და ხელი დაიზიანა - ის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა

„გამოცდა საშუალო სირთულის იყო, წინა წლების ტესტებიც ვნახე და დაახლოებით, ისეთივე იყო. წელს პირველად ვიყავი გამოცდაზე. მოქმედი მასწავლებელი არ ვარ, ახლა დავამთავრე საბავშვო ბაღის სააღმზრდელო და ამიტომ გადავწყვიტე, რომ სპეცმასწავლებლის გამოცდაც ჩამებარებინა. დღეისთვის, სკოლებში სპეცმასწავლებელი და ფსიქოლოგი მოთხოვნადია და ვფიქრობ, დასაქმება არ გამიჭირდება. სკოლაში ან საბავშვო ბაღში დასაქმება მინდა, თუმცა ბაღი მირჩევნია, რადგან პრაქტიკა გავიარე და ასე თუ ისე, გამოცდილება მაქვს, სკოლასთან კი შეხება არ მქონია.

დედა სპეცმასწავლებლის გამოცდაზე შვილის გამო გავიდა - „თუ ადამიანს მასწავლებლობაზე პრეტენზია აქვს, ეს საკითხები უნდა იცოდეს“

რაც შეეხება ტესტს, ღია კითხვებიდან ერთი რთული ქცევის ბავშვზე იყო, მეორე ბავშვის მეტყველების პრობლემას შეეხებოდა - თუ 4-სიტყვიან წინადადებაზე დიდს ვერ ამბობს, გვეკითხებოდნენ, როგორ შეგვეძლო ამის გამოსწორება. კიდევ ერთი საკითხი რესურსოთახზეც იყო - მასწავლებლებმა არ იციან, რისთვის გამოიყენება და როგორ მიაწოდებ მათ ამ ინფორმაციასო“, - განაცხადა თეონა ბოლქვაძემ.


კიდევ ერთმა აპლიკანტმა კი გვითხრა, რომ გამოცდა საშუალო სირთულის იყო.

„ღია კითხვებში გარკვეული ქეისები იყო მოცემული. პირობა ზედმიწევნით არ მახსოვს, მაგრამ უნდა განგვეხილა, თავად  როგორ მოვიქცეოდით. შესაბამისობების ნაწილი რთული არ ყოფილა. გამოცდისთვის არ მოვამზადებულვარ, რა ცოდნაც მქონდა, იმით გავედი. მოქმედი მასწავლებელი არ ვარ, პროფესიით ფსიქოლოგს, მგონია, რომ თავი კარგად გავართვი, კადრებზეც მოთხოვნაა და წესით, დასაქმება არ უნდა გამიჭირდეს. ვფიქრობ, რომ უფროსის სტატუსს მოვიპოვებ“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება