| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყველას აინტერესებს - რა წერეს გამოსაცდელებმა ქართულის გამოცდის მესამე სესიაზე და როგორც etaloni.ge-მ გაარკვია, მათ შეხვდათ - ვაჟა-ფშაველას ბახტრიონი; თემა - „საზოგადოება კარგად უნდა დაფიქრდეს, სანამ ერთ ადამიანს განიკითხავს“.
ტესტირებიდან გამოსულმა აპლიკანტებმა ისიც განმარტეს, რომ „რაღაც“ საკითხი ჭადრაკს შეეხებოდა, თუმცა დაკონკრეტება გაუჭირდათ, რა წერეს, ან რედაქტირებაში მცხეთის ხიდი რატომ იყო. გაირკვა ისიც, რომ არაპროგრმულ საკითხად, ქართულის გამოცდის მესამე სესიაზე ჩანტლაძის „ჭადრაკის მსხვერპლი“ მოვიდა; თემა - „არარეალურ სამყაროში ცხოვრება, შეიძლება ადამიანისთვის დამღუპველი გახდეს“.
„პროგრამულიდან ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი” მოვიდა. თეზისი საზოგადოებასა და მართალი, უდანაშაულო ადამიანების გაკიცხვაზე იყო. არაპროგრამულიდან შოთა ჩანტლაძის ნაწარმოები “ჭადრაკის მსხვერპლი” იყო. მე „ბახტრიონი“ დავწერე. რაც შეეხება რედაქტირებას, ვფიქრობ, საკმაოდ რთული იყო”;
„არაპროგრამულიდან მოსული ტექსტი დავწერე... ჩანტლაძის “ჭადრაკის მსხვერპლი” იყო მოსული, და თეზისი იყო. რა საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს ადამიანს არარეალური სამყარო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა