სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

5 მეთოდი დიდი ტექსტის უმოკლეს დროში დასამახსოვრებლად 
30-06-2023
-
+


სწავლის პროცესი თითქმის ყველა მოსწავლისთვის რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი უფრო მარტივად, ზოგი კი დიდი ძალისხმევის შედეგად ეუფლება ახალ მასალას, დიდი ტექსტების დამახსოვრება, მაინც თითოეული მათგანისთვის მთავარ გამოწვევად რჩება.

ბავშვები, ხშირად უსასრულოდ იმეორებენ ნასწავლს, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ მარტივად ავიწყდებათ ის.

მხოლოდ დაზეპირება სულაც არ არის ტექსტის დამახსოვრების ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა.

სხვადასხვა კლვევაზე დაყრდნობით, ერთ-ერთი უცხოეული პროფესორი გვთავაზობს მარტივ ხრიკებს, რომლებიც ტექსტის დამახსოვრებას გააიოლებს:

ტექსტის ნაწილებად დაყოფა:

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ფოკუსირდეთ არა ტექსტის ზეპირად დამახსოვრებაზე, არამედ მისი არსის გაგებაზე.

შემდგომ დაყავით ტექსტი აბზაცებად და დაასათაურეთ თითოეული.

სათაურში უნდა იყოს ის საკვანძო სიტყვები, რომლებიც უშუალოდ ამ აბზაცშია. ეს ეფექტური მეთოდი გონებას ზედმეტად არ ტვირთავს და ტექსტის გახსენებაში გეხმარებათ.

კარგად გაეცანით თითოეულ მათგანს, სანამ დაიწყებთ მათ გაერთიანებას. თუ აბზაცი დიდია კიდევ დაყავით ის ნაწილებად.

გაიმეორეთ ეს პროცესი, სანამ არ დაიმახსოვრებთ მთელ ტექსტს.

გონებრივი გამოსახულების შექმნა ტექსტის გასახსენებლად:

ტექსტის ვიზუალიზაცია გაგიმარტივებთ მის აღქმას. მაგალითად, თუ თქვენ ისტორიაში გაქვთ დიდი ტექსტი სასწავლი, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან თარიღს მოიცავს, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ და გონებაში დადგათ სცენარი, იმის შესახებ თუ როგორ წარიმართებოდა რეალურად აღნიშნული მოვლენები. მეფეები შეგიძლიათ მთავარ პერსონაჟებად წარმოიდგინოთ. ტექსტის მეშვეობით შეგიძლიათ იმოგზაუროთ დროში და ეს პროცესი არა თუ რთული, არამედ სახალისო გახადოთ.

კითხვის დროს ფეხით სეირნობა:

ისეირნეთ ფეხით, როდესაც კითხულობთ. კვლევებზე დაყრდნობით, დადასტურებულია, რომ ფეხით სეირნობა სისხლის ნაკადის მოცულობას 15%-ით ზრდის.

სისხლის მიმოქცევის სტიმულაცია კი ტვინის ფუნქციებს აუმჯობესებს. ასე, რასაც წაიკითხავთ მარტივად დაგამახსოვრდებათ.

ხმამაღლა კითხვა:

ტექსტის ხმამაღლა კითხვა მის უკეთ დამახსოვრებაში დაგეხმარებათ. ამავდროულად, კვლევები ცხადჰყოფს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სარკის წინ კითხვა. თუ სხვა ადამიანს ვერ აბარებთ ნასწავლს და გინდათ ცოდნა შეიმოწმოთ ეს შესანიშნავი გამოსავალია.

თქვენი ხმის ჩაწერა:

ჩაიწერეთ თქვენი ხმა, ის რისი სწავლაც გინდათ. ეს მარტივი გამოსავალია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ ჩართოთ და გულისყურით მოუსმინოთ მას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება