სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი პედაგოგების საბუთების მიღებას იწყებს - ვადები
20-06-2023
-
+


მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ცხადდება პროექტების კონკურსი eTwinning-ის ფარგლებში პროგრამაში ჩართული მასწავლებლებისთვის, რომელიც ემსახურება მასწავლებლებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით (STEM), რაც ხელს შეუწყობს სწავლების პროცესში საინტერესო და ინოვაციური მიდგომების დანერგვას და მოსწავლეებისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, აისახება როგორც ინდივიდუალურ, ასევე სასკოლო ცხოვრების განვითარებაზე.

კონკურსის ფარგლებში eTwinning-ის პროგრამაში ჩართულმა მასწავლებლებმა უნდა წარმოადგინონ პროექტი, რომელიც იქნება STEM-ის თემაზე. პროექტი დაგეგმილი და განხორციელებული უნდა იყოს 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში. პროექტი უნდა იყოს დასრულებული და განხორციელებული აქტივობები/შედეგები უნდა იყოს ხილვადი.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე etwinningplus@tpdc.ge უნდა გაგზავნონ:

1. ავტობიოგრაფია (CV);

2. პროექტის აღწერილობა და რეფლექსია (Word-ის ფორმატში, მაქსიმუმ 5 გვერდი, sylfaen 12 შრიფტით);

3. პროექტის პრეზენტაცია;

პროექტის აღწერილობა - აღწერეთ პროექტის მიზანი, საგანთაშორისი ინტეგრაცია, მეთოდები, განხორციელებული აქტივობები, პროექტის შედეგები და სხვა მოცემული კომპონენტები, სამიზნე კომპეტენციები. (არაუმეტეს 300-400 სიტყვით).

პროექტის სახელწოდება:

პროექტის აქტუალობა:

მიზანი:

საგანი:

მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი და რაოდენობა:

ესგ-თან კავშირი:

დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები:

შედეგების ანალიზი:

ფოტო და ვიდეო მასალა.

თვინსფეისის ბმულები:

პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?

რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?

რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?

რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?

რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?

მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?

რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?

3. პროექტის პრეზენტაცია

წარმოდგენილი უნდა იყოს საპრეზენტაციო ფორმატში - Power Point -ში (მაქსიმუმ 15 სლაიდი), პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს პროექტის ძირითად თეზისებს.

საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 10 ივლისის ჩათვლით.

პროექტი შეიძლება განხორციელებული იყოს როგორც ქართულ (ეროვნული პროექტი ქართველ პარტნიორთან ერთად), ასევე, ინგლისურ ენაზე (ევროპული - უცხოელ პარტნიორთან ერთად). პროექტი შესაძლებელია წარადგინოს ორმა მასწავლებელმა ერთი სკოლიდან. საუკეთესო ნაშრომის ავტორი პედაგოგები, გაემგზავრებიან საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებზე მონაწილეობის მისაღებად (მას შემდეგ, რაც დაადასტურებენ ინგლისური ენის ცოდნას გასაუბრებისას).


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლე სასტუმროს მეორე სართულიდან გადავარდა - სავარაუდოდ ბავშვები ექსკურსიაზე იყვნენ

379 957 ბავშვი, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება - ომბუდსმენის 2025 წლის ანგარიში

მინისტრის ბრძანებით განახლდა საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციები

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისს იწყება - ეტაპები და სხვა დეტალები ცნობილია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მასწავლებელმა თემის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა და აუდიტორიის დიდი ინტრესი და მოწონებაც დაიმსახურა

მოდებატეთა გუნდმა დებატების მასშტაბურ საზაფხულო ტურნირზე პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება