| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კურიკულუმის ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის 3 დღიანი ტრენინგი გაიმართა.
ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსში შესულია კურიკულუმის 21 ექსპერტი.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ „კურიკულუმის“ და „ოჯახის და თემის ჩართულობის“ სტანდარტებს, შეფასების პრინციპებს და ავტორიზაციის სტანდარტების მიხედვით დეტალურად განიხილეს ადრეული და სკოლამდელი განათლების კურიკულუმის „თამაში“.
ტრენინგი დატვირთული იყო პრაქტიკული მაგალითებით, მსჯელობა შეეხო დაწესებულებების ფიზიკურ გარემოს, მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებს და სტანდარტით გათვალისწინებულ სხვა მნიშნველოვან საკითხებს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას, ტრენინგების, შეხვედრების და კონსულტაციების ფორმატში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა