სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტიქიის შედეგები გურჯაანის სკოლებში -„დაზიანდა დირექტორის კაბინეტი“...
16-06-2023
-
+


15 ივნისს, გურჯაანს სტიქიამ დიდი ზარალი მიაყენა; დაიტბორა გზები და ავტომობილები, დაისეტყვა რამდენიმე სოფელი.

უხვი ნალექის გამო მდინარეები - ახტალისხევი და ნავთისხევი ადიდდა, დაიტბორა ავტომობილები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.

მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალდა რამდენიმე სოფელიც. სეტყვამ ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა.

სტიქიის შედეგად დაზიანდა თუ არა სკოლები? - აღნიშნული კითხვით, etaloni.ge- ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, დალი მინდიაშვილს მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ ადამიანური ზარალი ბევრად დიდია, ვიდრე საგანმანათლებლო:

„ქალაქის სკოლასთან მისასვლელ გზაზე ჩამოიტანა ხრეში. N3 სკოლის სახურავიდან ჩავიდა წვიმა, სამერცხლეებიდან და აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება წელს რეაბილიტაციაზე გადის; ასევე N2 საჯარო სკოლაშიც სამერცხლეებიდან ჩასული წვიმის შედეგად დაზიანდა დირექტორის კაბინეტი... ეს გამოწვევები მალე აღმოიფხვრება, გზას წმენდენ და თამამად ვიტყვი, რომ სტიქიას  სკოლების ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუყენებია“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება