სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

60 საკონტაქტო საათი და პირისპირ რეჟიმი - მასწავლებლის სახლი კურსებზე რეგისტრაციას აცხადებს
15-06-2023
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ცხადდება რეგისტრაცია ჟესტური ენის (საბაზისო დონე I) შემსწავლელ კურსზე, რომელიც განკუთვნილია:

სმენის დარღვევის მქონე პირებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის;

სმენის დარღვევის მქონე პირის აღმზრდელებისთვის, მასწავლებლებისთვის ან ნებისმიერი პირისთვის ვისი პროფესიული საქმიანობაც დაკავშირებულია სმენის დარღვევის მქონე პირების განათლებასთან და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასთან.

კურსის ხანგრძლივობაა 60 საკონტაქტო საათი - 20 დღე, დღეში 3 საათი;

კურსი ჩატარდება პირისპირ ფორმატში. კურსზე რეგისტრაციის პერიოდია 2023 წლის 15 ივნისიდან - 20 ივნისის ჩათვლით.
განაცხადის შევსების შემდეგ პროგრამის თანამშრომელი დაგიკავშირდებათ პირადად მითითებულ ტელეფონის ნომერზე და ელექტრონულ ფოსტაზე.

ჟესტური ენის კურსის ( I დონე) დაწყების დრო ცნობილი გახდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

 რეგისტრაციის გასავლელად გადადით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/1J6pcognpmERaNY49

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება